in

AI შრომის ბაზარს არღვევს – მასშტაბი ჯერ მცირეა, თუმცა დასაფიქრებელი

1982 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკურ ფილმში „Blade Runner“, ჰარისონ ფორდის პერსონაჟი რთულ გამოცდას ატარებს, რათა ადამიანები ანდროიდებისგან განასხვავოს.

დღევანდელ სამყაროში ეს პროცესი სხვანაირად შემოტრიალდა – უკვე ბევრი საუბრობს, რომ მალე ადამიანები გახდებიან ის არსებები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ. ისტორიამ უკვე დაგვანახა, რომ ტექნოლოგიების პროგრესირებასთან ერთად ბევრი სამუშაო ადგილი გაქრა. მაგალითად, ადრე იყო ტელეგრაფის ოპერატორის პროფესია, რომელიც ტელეფონებმა და უფრო მოგვიანებით, თანამედროვე ციფრულმა არხებმა ჩაანაცვლა, ფაქსის აპარატის ტექნიკოსი, რომელიც დღეს უკვე ელექტრონულმა ფოსტამ და მესენჯერარხებმა ჩაანაცვლა; კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ხელოვნური ინტელექტის აღზევება შეიძლება ამარტივებს ჩვენს ცხოვრებას, თუმცა სხვა ინდუსტრიებში მოღვაწე ადამიანები წუხილს გამოთქვამენ, რომ მათი საარსებო წყარო შეიძლება გაქრეს ან შემცირდეს. ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 10-დან 7-ზე მეტი მოპასუხე შეშფოთებულია, რომ ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესება აშშ-ში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სამუდამო სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის 71%-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი ბევრ ადამიანს სამუდამოდ დატოვებს სამსახურის გარეშე.

ეს შეშფოთება კიდევ უფრო გაამწვავა ტექგიგანტის, Amazon-ის გაცხადებულმა გეგმებმა.

Amazon ხელოვნურ ინტელექტს სამუშაო ადგილების შესამცირებლად იყენებს

2025-2027 წლებში შრომითი ხარჯების 75%-იანი შემცირების მიზნით, ბრენდი რობოტების გამოყენებას აპირებს, რითაც, როგორც ანგარიშობს, 12.6 მილიარდი დოლარი დაეზოგება. 

რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი მაგალითი არ არის და ხელოვნურმა ინტელექტმა ასევე ითამაშა როლი სხვა კომპანიებში, მათ შორის Google-ში, IBM-ში, Accenture-ში და სხვაგან.

ხელოვნური ინტელექტის სფეროში სამუშაო ადგილების შემცირება კვლავ ღია საკითხად რჩება

2025 წლის აგვისტოში Goldman Sachs Research-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის გარდამავალ პერიოდში უმუშევრობა 0.5 პროცენტით გაიზრდება, თუმცა, ასევე, ის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. აქვეა გაზიარებული იმ სავარაუდო პროფესიების სია, რომლებსაც ჩანაცვლების საფრთხე ემუქრებათ: პროგრამისტები, ბუღალტრებიადმინისტრაციული ასისტენტები, მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლები.

სანამ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ციკლი არ დასრულდება, შრომის ბაზრის შეფასება სრული სიზუსტით არავის შეუძლია. კითხვაზე, ვინ ჩანაცვლდება და ვინ არა, პასუხები ბუნდოვანია და საკითხი ღიაა, ამბობს ყველა არსებული კვლევა.

რადისონ ბლუ თბილისში უკვე მეორედ უმასპინძლეს განსაკუთრებული ბლუ ფინის თინუსის გაჭრის ცერემონიას

VELI.store საქართველოში adidas-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა