20
Jun
2019

როგორ ავალაპარაკოთ, ან ავამღეროთ ადამიანი ერთი ფოტოსა და აუდიოს გამოყენებით

20 Jun 2019

veon
veon


ლონდონის Imperial College-ის მკვლევარებისა და სამსუნგის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრის მიერ, ერთობლივად ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ფოტოსა და აუდიოს გამოყენებით, საუბრის ვიდეო ვერსიის გენერირება შეუძლია. ტექნოლოგიური მიღწევის გვერდით, ამ ფაქტს აქვს ნეგატიური მნიშვნელობა ყალბი კონტენტიც კუთხით – შეუძლია ყალბი ვიდეოების რიცხვის გაზრდას შეუწყოს ხელი.

ხელოვნური ინტელექტის მიერ, ერთ ფოტოსა და აუდიო ფაილზე დაყრნობით შექმნილი ვიდეო არც ისე რეალისტურია, თუმცა, ის შეიძლება სამომავლოდ, საკმაოდ დაიხვეწოს. ამ ეტაპზე კი, შეგვიძლია ვნახოთ რამდენიმე ვიდეო, რომელსაც კვლევის ავტორები ავრცელებენ. ეს არის ალბერტ აინშტაინის მოლაპარაკე ფოტო, რომელიც მის ცნობილ ლექციას გადმოგვცემს და ასევე, Beyoncé-ს ჰიტი Halo გრიგორი რასპუტინის შესრულებით.

 

განხილვა