in ,

AI-მ რაფაელის ნახატის იდუმალებით მოცული დეტალი გაამჟღავნა

ხელოვნური ინტელექტი ისე შეიძლება გაიწვრთნას, რომ სურათებში ჩვენი თვალისთვის შეუმჩნეველი დეტალებიც აღმოაჩინოს და თითქმის ასე მოხდა რაფაელის ნახატში არსებული სახის შემთხვევაშიც — სახე, რომელსაც Madonna della Rosa-ს მარცხენა ზედა კუთხეში ვხედავთ, წმინდა იოსებს ეკუთვნის, თუმცა, როგორც ვიგებთ, ის სინამდვილეში სულაც არ დაუხატავს რაფაელს. 

BOG
BOG

Madonna della Rosa 1518-1520 წლებში დაიხატა, მის ავთენტურობაში ეჭვი კი მკვლევრებმა ჯერ კიდევ 1800-იან წლებში შეიტანეს. მთავარი ამბავი ის არის, რომ ახლა ეს ეჭვი AI-ის მიერ თითქმის გამართლდა… მართალია, ამის გაგებას მრავალი მტკიცებულება სჭირდება, თუმცა აქ აღსანიშნავია AI ანალიზიც — იმ ადამიანებს უჭერს მხარს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნახატის რაღაც ნაწილი მაინც იყო სხვა მხატვრის ხელში. მანამდე კი ამერიკელმა და ბრიტანელმა მკვლევრებმა ანალიზისთვის შესაბამისი ალგორითმი განავითარებას იმ ნამუშევრებზე დაფუძნებით, რომლებიც იტალიელი მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის.

გამოვიყენეთ რაფაელის ავთენტური ნახატები კომპიუტერის გასაწვრთნელად, რათა დაესწავლა მისი სტილი ძალიან დეტალურად, ფუნჯის მოსმიდან დაწყებული, ფერთა პალიტრით გაგრძელებული და დამთავრებული ჩრდილებითა თუ ნამუშევრის ყველა ასპექტით. კომპიუტერი ადამიანის თვალზე უფრო სიღრმისეულად ხედავს, მიკროსკოპულ დონეზე, — აცხადებს ჰასან უგაილი, მათემატიკოსი და კომპიუტერული მეცნიერი.

მანქანური სწავლების პროცესი უამრავ მაგალითზე გაწვრთნას მოითხოვს, რაც ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი… ამიტომ, გუნდმა Microscoft-ის მიერ წინასწარ დატრენინგებული ResNet50-ის მოდელი შეცვალა, მანქანური სწავლების ტრადიციულ ტექნიკასთან გააერთიანა და Support Vector Machine უწოდა. რაფაელის ნახატების დადგენისას ამ მოდელმა 98%-იანი სიზუსტე აჩვენა. როგორც წესი, მთლიან ფოტოებზე კი იწვრთნება, მაგრამ აქ გუნდმა მას ინდივიდუალურ სახეებზე დაკვირვებაც მოსთხოვა. 

Madonna, Child და St John რაფაელის ნახატებს მიაკუთვნა, თუმცა ასე ვერ ვიტყვით St Joseph-ის შემთხვევაში. თანაც მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ნახატის ავთენტურობის ირგვლივ გამართულ დებატებში, წმინდა იოსების სახე ყოველთვის მიიჩნეოდა ნაკლებად კარგად შესრულებულად.

როცა Madonna della Rosa მთლიანად გავტესტეთ, შედეგები არ გვაძლევდა რაიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას, ამიტომ მისი ინდივიდუალური ნაწილებიც გამოვცადეთ — იოსების სახის გარდა, სურათის ყველა ნაწილის რაფაელს მიეკუთვნებოდა, — განმარტავს უგაილი.

და ვინ დახატა იგი? ფიქრობენ, რომ ეს რაფაელის ერთ-ერთი მოსწავლე ჯულიო რომანო შეიძლებოდა, ყოფილიყო. კონკრეტული კვლევა კი მკვლევრებში არსებულ ეჭვებს ამართლებს. იმაზეც მიგვითითებს, რომ სურათების ავთენტურობის შეფასებისთვის AI ძალიან გამოგვადგება, თუმცა აქ ჩანაცვლება ნამდვილად არ იგულისხმება — ეს არ არის ის შემთხვევა, როცა AI ადამიანებს სამსახურს ართმევს. ავთენტიფიკაციის პროცესი ნამუშევრის მრავალ ასპექტზე დაკვირვებას მოითხოვს, მსგავსი პროგრამა კი ერთ-ერთ დამხმარე ინსტრუმენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

რატომ მოსწონთ მომხმარებლებს ტიკ-ტოკი და როგორ გამოიყენოთ ეს თქვენი საქმიანობისთვის

როცა ერთი ხელი მხოლოდ Cheetos-ს უნდა დაუთმო…