3
Jul
2019

როგორ დაინახავს ხელოვნური ინტელექტი თბილისის ქუჩებს

3 Jul 2019

Alta
Alta


როგორი იქნება საცობის ანალიზისთვის შექმნილი ალგორითმების, ან თვითმართვადი მანქანების მიერ დანახული თბილისი? ეს ხედვა, ვიდეოს სახით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის კვლევითმა კომპანია SYSTEMcorp-მა შემოგვთავაზა. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოყენებულია სეგმენტაციისა და მასკინგის არქიტექტურა, რომლის გათვალისწინებითაც, სხვადასხვა ობიექტის ამოცნობა, შემდეგ კი გარემოდან გამოცალკევება ხდება.

SYSTEM CORP.-ში გვიყვებიან, რომ ეს არქიტექტურა Facebook-ს ეკუთვნის, ქართულმა კომპანიამ კი მისი მოდიფიკაცია შეძლო. მათ მოარგეს ეს არქიტექტურა კამპანიას, რომლის გათვალისწინებითაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, მსგავსი ვიდეოების გადაღება იგეგმება.

ეს მოდელი იდეალურია ისეთი საქმეებისთვის როგორიცაა, დავუშვათ, Traffic-ის ანალიზი შუქნიშნების ოპტიმიზაციისთვის, ან Self-Driving მანქანებისთვის. გვინდა ის, რასაც ბოლო სამი წლის განმავლობაშია ვაკეთებთ – საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად წარმოვაჩინოთ. ვთქვათ, რომ აქ არის არამხოლოდ კარგი ბუნება, არამედ აქ ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს და საქართველო საინტერესო ადგილია ინვესტიციისათვის“, – ამბობს ლუკა ჩხეტიანი, SYSTEM CORP.-ის დამფუძნებელი.

 

ვიდეოს კომერციული მიზნები არ აქვს, თუმცა, გვიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს მომავლის სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილის – თვითმართვადი მანქანებისა თუ სხვა ტიპის ალგორითმების მიერ დანახული თბილისი. როგორ დაახარისხებენ ისინი გარემოს და მის აქტორებს – ადამიანებს, იმისათვის, რომ მათ გვერდით არსებობა/გადაადგილება შეძლონ.

Credits:

Mask RCNN modification & segmentation – Luka Chkhetiani
Video & Music Editing – Tamar Kerdikoshvili

Tech used:
– Modified Mask RCNN architecture
– Just an iPhone (For video shooting and editing)
– Google Colab for segmentation inference

Inspiration:
YOLOv3 Team

Official Implementation:
https://github.com/matterport/Mask_RCNN

Track:
Blaze – Lovelee Dae

განხილვა