ხელოვანები მსოფლიოს აფრთხილებენ, იქამდე იმოქმედეთ, სანამ გვიან იქნება… ახლად განვითარებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები უკვე ყველგან გვხვდება, დაწყვებული დრეიკის გაყალბებული სიმღერიდან და დამთავრებული ინსტაგრამ ფოტოებით. ამიტომ, ტექნოლოგიის კონტროლის საკითხი კვლავ აქტუალური ხდება, რათა ასე შემოქმედებითი საზოგადოებები პოტენციური ზიანისგან დაიცვან.
ამ კვირაში ციფრული უფლებების ორგანიზაცია Fight for the Future-მა მუსიკალურ ინდუსტრიასთან, კერძოდ United Musicians and Allied Workers-თან დაიწყო თანამშრომლობა — #AIdayofaction კამპანიის ჩაშვებას გეგმავენ, რომელიც მოუწოდებს კონგრესს, შეეწინააღმდეგონ კორპორაციებისგან AI უფლებების მოპოვებასა თუ AI ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებას.
აქვე კამპანია საკმაოდ რეალურად წარმოგვიჩენს იმ გზებს, რომლითაც მუსიკოსები თუ სხვა კრეატორები თავიანთი ნაწილების ავტომატიზაციით ინდივიდუალურ დონეზე ისარგებლებენ. მიზანი კი შემდეგია: „AI ხელსაწყოები გახდეს ფულის გამომუშავების გზა ინდივიდებისთვის, ნაკლები მუშაობითა და კონკურენციის გაწევით იმ კორპორაციებთან, რომლებიც ნერგავენ მას“.
აი, კონკრეტული საკითხი მუსიკოსთა პერსპექტივიდან იმიტომ არის საინტერესო, რომ ისინი უკვე კარგად იცნობენ AI-ის იდეას, მუსიკალურ პროგრამებს, ისეთ AI ხელსაწყოებს, როგორიც MIDI-ის დრამია… თუმცა, როცა საქმე უშუალოდ ხელოვნებასა და ხელოვნურ ინტელექტს ეხება, საქმე მეტად კომპლექსური ხდება. მაგალითად Spotify-მ პლატფორმიდან AI-ის ათასობით მუსიკა წაშალა, მაგრამ ამასთანავე, AI დიჯეის ფუნქცია შემოგვთავაზა…
აქ კი შემდეგი კითხვა იბადება, მუსიკის ეკოსისტემის რომელ მხარეს ურჩევნიათ დადგომა? — ხელოვანების, გულშემატკივრებისა და ადამიანის შემოქმედებითი გამოხატვის მხარეს თუ Deepfake-ებისა და არტისტებისთვის კომპენსაციის წართმევის მხარეს?!
„ჩვენ უკვე მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაჩრდილოს ტექნოლოგიებმა კრეატორები და ხელოვანები ერთ ღამეში კონტენტით, რომელზეც მათ კონტროლი არ ექნებათ“, — აცხადებს ლინა ქაანი, FTC-ის თავმჯდომარე.
მოახდენს თუ არა კონგრესი დროულ რეაგირებას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენთვის უკვე აშკარაა, რომ FTC-ს ძალიან კარგად ესმის AI-სთან დაკავშირებული რისკები და ამასთან, ინდუსტრიებში ხმების ძალაუფლების გაერთიანებასაც ამჩნევს. აქ კი ჯერჯერობით თავი მხოლოდ ერთი რამით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ „ხელოვნება ფუნდამენტურად ჰუმანურია, ადამიანებს შეუძლიათ, გამოიყენონ ტექნოლოგია ხელოვნების შექმნის პროცესში, მაგრამ რაღაც თავად ვერ იქნება ხელოვნება, თუ მას ადამიანი არ დაეხმარება. სწორედ ინდივიდები უზრუნველყოფენ AI-ის სიჭკვიანეს და იგი ვერასდროს ჩაანაცვლებს ჩვენს შემოქმედებით უნარს“.