ამერიკის ჯანდაცვის სისტემამ მიმზიზდველი წინადადებები შესთავაზა კომპანიებს, რომელთაც ჯანდაცვის ხარჯების შემცირება და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა სურთ. ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროების წინაშე დაგვაყენა.
CB Insights ხუთ AI ტენდენციას გვიზიარებს, რომლებიც, მომავალში, ჯანდაცვაზე მოახდენენ გავლენას.
ვირტუალური და პირადი ვიზიტების დაახლოება
ვირტუალური ვიზიტის დროს ძირითადი შეზღუდვა ჩნდება მაშინ, როცა ექიმს ფიზიკური გამოკვლევის ჩატარება და პაციენტის სრული შეფასება არ შეუძლია, თუმცა ეს შეიძლება დროებითი იყოს.
სამედიცინო ციფრული კომპანია Eko AI-ზე, ანუ ხელოვნურ ინტელექტზე, მომუშავე სტეტოსკოპებს გთავაზობთ, ხელის ელექტროკარდიოგრამასთან ერთად, ტესტი, ადამიანის გულის ჯანმრთელობას აფასებს. მაგალითად, ვირტუალური ვიზიტის დროს, პაციენტს ექიმებისთვის თავისი გულისა და ფილტვების ხმების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლია.
მას შემდეგ, რაც პანდემიამ ვირტუალური მოვლის საშუალებებზე ძლიერი საჭიროება წარმოშვა, მსგავსი ინსტრუმენტების რიცხვი გაიზარდა. ეს პროცესი კი სამედიცინო სფეროში სრულიად დისტანციურ შემოწმებებს პირად ვიზიტებთან აახლოებს.
ლაბორატორიული ტესტების ხელმისაწვდომობა
პანდემიამ Covid-ის ტესტების სახლში გაკეთება ჩვეულებრივ შემთხვევად აქცია, რამაც სხვა საშინაო დიაგნოსტიკური ტესტირებების სახლში ჩატარებას შეიძლება გაუხსნას გზა.
დისტანციური კლინიკური ტესტირების კომპანია Healthy.io კომპიუტერულ ხედვას, ხელოვნურ ინტელექტსა და ქოლორიმეტრულ ანალიზს იყენებს, რათა პაციენტებმა საშარდე გზების ინფექციის ტესტების ან შარდის ყოველწლიური ტესტის ჩატარება სახლში შეძლონ. CB Insights იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტი გარკვეული ტიპის ტესტების სახლში ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს.
რადიოლოგიის ხარჯების შემცირება
ხელოვნური ინტელექტი არ აჩქარებს მხოლოდ რადიოლოგიას, ის ასევე ამცირებს ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ძვირადღირებულ სკანირებასა და სხვა პროცესებთან. ეს ნაწილობრივ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებითაა, გამოწვეული, რაც პოპულარული გახდა Covid-ით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოსტიკისთვის.
CB Insights ვარაუდობს, რომ ხელოვნური ინტელექტის შემდეგი ტალღა დიაგნოსტიკას შეიძლება გასცდეს, მიზანი პაციენტების გამოცდილების გაუმჯობესებაა.
ნიუ-იორკის მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით, Facebook MRI–ს გასაუმჯობესებლად მუშაობს და სკანირების პროცესის დასაჩქარებლად ახალი მეთოდების შექმნას ისახავს მიზნად. ერთსაათიანი ვიზიტები შესაძლოა მხოლოდ 15 წუთამდე შემცირდეს.
კომპიუტერული ხედვის დამკვიდრება
პანდემიის კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი სარგებელი არის ის, რომ კომპიუტერული ხედვა, რომელიც AI-ს ფორმაა, სპეციალიზებული მოვლის სფეროშიც გაჩნდა. ეს კომპიუტერებს ვიზუალის ამოცნობისა და ინტერპრეტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ფიზიოთერაპიის ჩათვლით, სადაც პაციენტები მარტო ფიზიოთერაპევტის მითითებებს ეყრდნობოდნენ, ადამიანები ვირტუალური კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც ხედავენ.
ციფრული თერაპიული კომპანია Kaia Health, კომპიუტერულ ხედვას მოძრაობისა და პოზის დასაკვირვებლად იყენებს, რაც პაციენტებს რეალურ დროში მათ ვარჯიშებზე უკუკავშირს აძლევს.
DentalMonitoring კი უზრუნველყოფს AI-ზე მომუშავე ტექნოლოგიას, სტომატოლოგებისა და ორთოდონტებისთვის. კომპანიის მტკიცებით, ამ ტექნოლოგიას პერსონალური ვიზიტების საჭიროება და სიხშირე შეუძლია შეამციროს.
პასიური მონიტორინგის დანერგვა
Apple Watches და Fitbits იმ მოწყობილობების კლასიკური მაგალითია, რომელთა ჩაცმა ან გაკეთება შეგვიძლია. ამ მოწყობილობების გამოყენებისთვის მათი დატენვა, ტარება ან აპლიკაციებზე დაკვირვებაა საჭირო. AI-ის პასიური მონიტორინგის ტექნოლოგია კი სიახლეს გვთავაზობს, იგი არ მოითხოვს მოწყობილობის ტარებას მთელი საათის განმავლობაში.
პაციენტების მონიტორინგისთვის ერთ-ერთი ახალი მიდგომა უკონტაქტო შიდა მონიტორინგის სისტემების გამოყენებაა, რომელსაც, სენსორის დახმარებით, პაციენტის ძილისა და სუნთქვის კონტროლი შეუძლია.
წყარო: inc.