in

დიაბეტით დაავადებულებში AI-ს თვალის სკრინინგისთვის გამოიყენებენ

ამისთვის AEYE Health-მა FDA-ს თანხმობაც მოიპოვა!

ჯანმრთელობის ტექნოლოგიურმა კომპანიამ AEYE Health აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან მიიღო ნებართვა, რათა ბაზარზე დიაბეტური რეტინოპათიისთვის დიაგნოსტიკური AI-ზე დაფუძნებული სკრინინგის სისტემა შემოიტანოს. ეს გართულებული დიაბეტია, რომელსაც სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს, შეუძლია ბადურა დააზიანოს და სიბრმავეც კი გამოიწვიოს. 

M2
M2

როგორც გუნდი, მოტივირებული ვართ ჩვენი მისიით, რომ თავიდან ავიცილოთ მილიონობით ადამიანის არასაჭირო სიბრმავე და FDA ზუსტად ამის გაკეთების საშუალებას მოგვცემს, — აცხადებს ზაკ დვეი-აჰარონი, AEYE-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ამ მხრივ საინტერესო სტატისტიკაც გვაქვს — გლობალურად, დიაბეტური რეტინოპათიის მქონე ადამიანების რიცხვი 2030 წლისთვის 191 მილიონამდე გაიზრდება… თუმცა თუ მის დადგენას ადრეულ ეტაპზე შევძლებთ, ამ მდგომარეობის როგორც მკურნალობას, ისე პრევენციასაც მოვახერხებთ. დიაბეტით დაავადებულებს ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეთ სკრინინგი, მაგრამ ოფთალმოლოგების გლობალური დეფიციტის, მაღალი თანხისა და ნაკლები ხელმისაწვდომობის გამო მხოლოდ 25% თუ ახერხებს ამას.

სკრინინგისთვის ოფთალმოლოგთან ყოველწლიური სტუმრობის ნაცვლად, AEYE-ს პაციენტებს ამ მომსახურების მიღება ჩვეულებრივ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისგან შეეძლებათ ან ჯანდაცვის დაწესებულებებში, როგორიცაა, მაგალითად საცალო აფთიაქები. სპეციალისტს კი მხოლოდ იმ პაციენტებმა უნდა მიმართონ, რომლებშიც AI პოტენციურ დაავადებას აღმოაჩენს. 

ტექნოლოგია იმითაც არის უნიკალური, რომ იგი იშვიათად მოითხოვს გაფართოებას, რითაც მეტად პრაქტიკულიც ხდება. AEYE-ს AI ამ შედეგებს ჩვეულებრივ კამერით გადაღებული სურათებიდან იღებს და ამისთვის სპეციალური ლინზები არ სჭირდება… პროცესი კი ასეთია: პაციენტი ათავსებს ნიკაპს მოწყობილობაზე, კამერა იღებს ბადურას ფოტოს, ფოტოები იტვირთება ანალიზისთვის, დიაგნოზს კი 1 წუთში იგებს.

საბოლოოდ დადგა დრო, რომ ადამიანის გამოცდილებას ავტონომიურმა სკრინინგის ტექნოლოგიამ გადააჭარბოს, — ამბობს ცონჩო იანჩულევი, AEYE-ის საბჭოს წევრი.

რაც შეეხება ფინანსებს, AEYE Health-მა ამ ყველაფერს 10 მილიონ-დოლარიანი მინიმალური დაფინანსებით მიაღწია, მაგრამ ახლა FDA-ს წყალობით, კომპანიამ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოაგროვოს. 

ნახეთ: 2022 წლის საუკეთესო ფოტოები

Audi-ს განახლებულ ლოგოში თითქმის არაფერი შეცვლილა