in

AI-ით მიცვალებულთა „გაცოცხლებაზე“ დარდი უსაფუძვლოა — აი, რას ამბობენ ექსპერტები

ცალკე ნეკრომანტობა თუ მკითხაობის მეთოდია, რომელიც მაგიით მიცვალებულთა სულების გამოძახებას გულისხმობს, გენერაციულმა AI-იმ ახლა ციფრული ნეკრომანტობის ტერმინი შემოგვთავაზა. ეს უკვე მიცვალებულთა გამოძახებაა მათივე ციფრული კვალიდან. ხომ გახსოვთ, გარდაცვლილ ქალზე რომ მოგიყევით, რომელიც სტუმრების კითხვებს პასუხობდა? შესაძლოა, ეს ფაქტი თქვენთვის ეთიკურ საზღვრებს არღვევს, მაგრამ ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ამის საფუძველი არ არსებობს…

ამ საკითხზე საუბრები ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, როცა ვიდეოს წინსვლით, კონკრეტულად deep fake ტექნოლოგიით ბრიუს ლი, მაიკლ ჯექსონი და 2Pac გააცოცხლეს… ეს რომ მოხდა, მაშინ არც ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობდნენ ამდენს, შედეგად, ახლა ეს მხოლოდ კინოსა და მუსიკის მწარმოებელ კომპანიებს კი არა, თითქმის ყველას შეუძლია.

ექსპერტების თქმით, გარდაცვლილებთან კავშირის შენარჩუნება ტექსტებით, სურათებითა თუ არტეფაქტებით ჩვეულებრივი რამ არის, რადგან მიუხედავად არსებული ფაქტისა, მათ მაინც ჩვენი ცხოვრების ნაწილად აღვიქვამთ. ხოლო, თუ ადრე მიცვალებულთა დასამახსოვრებლად მათ პორტრეტებს ხატავდნენ, უკვე მეცხრამეტე საუკუნიდან ეს ფოტოგრაფიამ ჩაანაცვლა. ახლა კი ამ გზას გენერაციული AI აგრძელებს. რაც შეეხება სიჩქარეს, რომლითაც AI-ის ნეკრომანტული შესაძლებლობები გამოიყენეს, ბევრს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ მუშაობს ტექნოლოგია…

ამჟამინდელი სტარტაპები ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გენერაციული AI-ით დაბრუნების შანსს გვაძლევენ — დაწერილი მასალებით, თუნდაც ეს სოციალური მედია პოსტები ან ელ.ფოსტები იყოს, მათივე აუდიო ჩანაწერებით, ფოტოებითა და ვიდეოებით AI მოდელებს წვრთნიან, რის შემდეგაც სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით ხდება შესაძლებელი მათთან ინტერაქცია.

აქ კი უკვე შემდეგი პრობლემა იჩენს თავს, ზოგიერთი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ შესაძლოა, გარდაცვლილებს ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი რამ ათქმევინოს, რასაც რეალურად არ იტყოდნენ… რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ აქ გვირჩევენ ის ფაქტიც გავიხსენოთ, რომ ჩვენ ხშირად თავადვე წარმოვიდგენთ გარდაცვლილ ადამიანებთან საუბრებს, ვფიქრობთ, რას გვეტყოდნენ ისინი ან როგორ გაგვამხნევებდნენ რთულ სიტუაციებში. 

გამოდის, თუ ადრე გარდაცვლილთა ხსოვნისთვის მხოლოდ ფოტოები, ტექსტები და არტეფაქტები იყო, ახლა ამას ციფრული ვიდეო და აუდიო ფაილებიც დაემატა… აქ კი შემაშფოთებელი არაფერია, თუ ერთ ფაქტს კარგად გავიაზრებთ — AI-ის გაწვრთნა გარდაცვლილი ადამიანის ციფრული ფაილებით და მათთან საუბრების სიმულაცია უბრალოდ მათი ხსოვნისთვისაა და ეს მათ მაგივრობას არავის უწევს. სწორედ ამიტომ, ექსპერტები არც ციფრულ ნეკრომანტობაზე წუხილს გვირჩევენ…

ხრიკები ფიზიკური ტკივილის შესამსუბუქებლად

ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST მიმდინარეობს