in ,

AI ტვინი, ერთი ნეირონის დამატებით, ადამიანისას აჯობებს

ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ნერვული „ქსელი” შექმნა. ამბობენ, რომ მაშინ, როცა ჩვენს ტვინში 86 მილიარდი ნეირონია, ის ერთი ნეირონის დამატებით ადამიანის ტვინს აჯობებს… 

M2
M2

დიახ, მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ტვინის მსგავსი სისტემის შექმნას ცდილობენ. ისინი მრავალშრიან ნერვულ ქსელებს ქმნიან — რაც შეიძლება მეტი ნეირონისთვის მცირე სივრცეში. თუმცა ეს უზარმაზარ ენერგიასაც საჭიროებს და კოსმოსური მისიების ხარჯებსაც კი აღემატება. 

შემდეგ კი გუნდმა გადაწყვიტა, ერთნეირონიანი ნერვული ქსელი არა მცირე, არამედ უფრო დიდ სივრცეში გაეკეთებინა… ამ შემთხვევაში ერთ ნეირონს ქსელში დაკავშირება საკუთარ თავთან დროში გავრცელებით შეუძლია. როგორც წესი, მეტი ნეირონი მეტ პარამეტრს აწარმოებს და მეტი პარამეტრი, თავის მხრივ, კარგ შედეგს იძლევა. ბერლინის გუნდმა კი გაარკვია, რომ მათ მსგავსი ფუნქციის შესრულება დროთა განმავლობაში ერთი და იგივე ნეირონის განსხვავებულად გამოყენებით შეეძლოთ. 

მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ მათ სისტემას თეორიულად სამყაროს ზღვრამდე მიღწევა შეუძლია… მათი აზრით, ეს მზარდი ენერგიის ხარჯებს შეამცირებს. მაგრამ შეძლებს კი იგი ერთი ნეირონით იმავე შედეგების მიღწევას, რასაც მილიარდობით ნეირონი აღწევს? ამ ეტაპისთვის მათ ახალი სისტემა კომპიუტერის ვიზუალური ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენეს. მან ზუსტი გამოსახულების შექმნა შეძლო, რაც ხელოვნური ინტელექტისთვის საკმაოდ კარგ შედეგადაც ითვლება. 

შემდგომი განვითარებით კი მეცნიერები ნეირონული კავშირების „უსაზღვრო რაოდენობით“ შექმნასაც შეძლებენ. მეტიც, მოსალოდნელია, ასეთმა სისტემამ ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს აჯობოს და მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ნერვული ქსელი გახდეს. ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები კი ამას „სუპერ ინტელექტს“ უწოდებენ.

როგორ გადავიაზროთ მიზნები, პანდემიის შემდეგ?

წამლის საფარის დამატებით, ჩვენი ორგანიზმი ნებისმიერ იმპლანტს მიიღებს