in

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება UI დიზაინში

შეუძლია თუ არა AI-ს UI სამუშაოს შესრულება? ამ კითხვაზე პასუხი დადებითია. დიახ, განვითარებად ტექნოლოგიას, რომელიც ცნობილია როგორც text-to-image, შეუძლია სიტყვებისგან სურათების შექმნა. ეს ნიშნავს, რომ AI-ს შეუძლია UI სამუშაოს წარმოებას მოეჭიდოს. მეტიც, მას შთაგონების პოვნაში დახმარებაც შეუძლია.

ეხება თუ არა ეს UX მუშაობას? სწორი კითხვაა. სამწუხაროდ, T2I AI მოდელები გამოსახულების გენერირების მოდელებია. ისინი არ შეიძლება გახდეს კარგი UX სამუშაოს წარმოების საშუალება. თუმცა ChatGPT-ის დახმარებით ცოდნის მიღება და მომხმარებლის გამოხმაურების შესახებ ინფორმირებაა შესაძლებელი. 

რომელ AI-ს შეუძლია ამის გაკეთება?

2 ყველაზე პოპულარული შემოთავაზებული ვარიანტია Midjourney და Dalle2. ისინი ერთ პრინციპს ეყრდნობა, თუმცა სხვადასხვა ჯგუფის მიერ შემუშავდა. Midjourney-ს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი და გამოწერაზე დაფუძნებული გადახდის სქემა. 

Dalle2 შექმნილია OpenAI-ის მიერ. აქვს საკრედიტო სისტემა, რომელიც თანხის ცალკეულ კომპონენტში გადახდის საშუალებას იძლევა. 

როგორ უნდა მოვთხოვოთ AI-ს ამოცანის შესრულება?

მოთხოვნის ორი გზა არსებობს: პირველი არის წინადადებ(ებ)ის ფორმატი, როდესაც თქვენ აღწერთ, რა გსურთ. მაგალითად, თერაპიის აპის მომხმარებლის ინტერფეისი ბრტყელი ვექტორული სტილით, რომელიც ტენდენციურია Dribbble-ზე. 

ტოკენიზებული ფორმატი – იმ ელემენტების ჩამოთვლა, რომლის ნახვაც გსურთ თქვენს დიზაინში. ზოგადად, ტოკენიზებული ფორმატი უკეთ მუშაობს, რადგან ის ფილტრავს არასაჭირო სიტყვებს მოდელის დასამუშავებლად. თუმცა, ზოგჯერ, წინადადების ფორმატი გამოსადეგია სიტყვებს შორის ურთიერთობის აღსაწერად.

წინადადებაზე დაფუძნებული მოთხოვნა

წინადადების მაგალითი – „თერაპიის აპი, ბრტყელი ვექტორი, Figma, დრიბბლი, მომხმარებლის ინტერფეისი, Behance, ტექნიკური, სუფთა, 2022, საუკეთესო აპლიკაციები, ჯილდოს მფლობელი დიზაინი”.

შედეგი 

Midjourney
Dalle2

ტოკენიზებული ფორმატი

ჩვენი მეორე ტესტისთვის გამოვიყენოთ ტოკენიზებული ფორმატი – „თერაპიის აპლიკაცია, ბრტყელი ვექტორი, Figma, დრიბბლი, მომხმარებლის ინტერფეისი, Behance, ტექნიკური, სუფთა, 2022, საუკეთესო აპლიკაციები, ჯილდოს მფლობელი დიზაინი, ლურჯი და თეთრი ფერის სქემა”.

შედეგი

Dalle2

Midjourney

ნახეთ: ალექს პრაგერის გამოფენა „გაიქეცი!“

სიახლეები, რომლებიც ზარაფხანას რჩეულ ბრენდად ტოვებს და ლოგოს რებრენდინგი