in

ხელოვნური ინტელექტი, ფსიქიკური დაავადებების პროგნოზირებისთვის Facebook-ის მონაცემებს იყენებს

დღესდღეობით ძალიან ადვილია Facebook-ის მონაცემების ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოყენება, თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ამ მონაცემებს სასარგებლო დატვირთვა მოუძებნეს. ამაში მათ ხელოვნური ინტელექტი (AI) ეხმარება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ალბათ, ხშირად გითქვამთ ფრაზა – „ეს ახლა ვინმეს რომ ესმოდეს…“, „ეს ჩემს ფსიქოლოგს რომ მოესმინა…“ და ასე შემდეგ. მართლაც საინტერესოა, რა შედეგს მივიღებდით სიტყვებად გამოთქმულ აზრს გამუდმებით რომ აანალიზებდეს ვიღაც ან რაღაც სხვა. რას იტყოდა ის ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

3 დეკემბერს მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ Facebok-ის მონაცემების საფუძველზე შეძლეს ფსიქიკური დაავადებების პროგნოზირება.

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 223 მოხალისე, რომელთაც უკვე ჰქონდათ გარკვეული ფსიქიატრიული დასკვნა. მოხალისეებმა მკველავართა ჯგუფს Facebook-ის მონაცემებზე წვდომის უფლება მისცეს და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი 18 თვის განმავლობაში იკვლევდა მათ შეტყობინებებსა და გამოქვეყნებულ ფოტოებს.

შედეგების თანახმად, ბილწსიტყვაობა, ზოგადად,  ფსიქიკურ დაავადებაზე მიანიშნებდა, ხოლო აღქმისა (მაგალითად, იხილეთ, იგრძენით, მოისმინეთ) და უარყოფით ემოციებთან დაკავშირებული სიტყვები შიზოფრენიის მაჩვენებელია. რაც შეეხება ფოტოებს, უფრო მოლურჯო ფერები ჭარბობდა, რაც დეპრესიულობის მანიშნებელია.

მიღებული შედეგები ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ფსიქიკური დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა მოვახერხოთ.

კვლევის ხელმძღვანელი – პროფესორი მაიკლ ბირნბაუმი, მიიჩნევს, რომ ეს უდიდესი ნაბიჯია ფსიქიკური დაავადებების შესწავლისა და დიაგნოზის დადგენის საკითხში. „ახლა ჩვენ გვესმის, რომ კიბოს სხვადასხვა ეტაპები აქვს”, – ამბობს ბირნბაუმი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის დაავადებასთან გამკლავება მის ადრეულ ეტაპზე უფრო ადვილია.

აღსანიშნია, რომ აქამდეც ჩატარდა კვლევა, რომელმაც სოციალური მედიის მონაცემები (Facebook სტატუსები, tweets და Reddit პოსტები) გამოიყენა ფსიქიური დაავადებების არსებობის პროგნოზირებისთვის – როგორიცაა დეპრესია და ყურადღების დეფიციტით გამოწვეული განწყობის ცვლილებები.

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეფექტურია, როდესაც პაციენტის მდგომარეობას ხელოვნური ინტელექტი გამუდმებით აანალიზებს, მის შესახებ ყოველგვარ ინფორმაციას ინახავს და  შესაბამისი დასკვნები გამოაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს კლინიცისტებისთვის ფუნქციის დაკარგვას.

პენსილვანიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ასისტენტ-პროფესორის, შარათ გუნტუკუს თქმით, რომელიც არ მონაწილეობდა კვლევაში, მაშინაც კი, თუ ამ ალგორითმებმა შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს, ისინი ვერ შეცვლიან კლინიცისტების როლს პაციენტების დიაგნოზირებაში. ”არ ვფიქრობ, რომ დადგება დრო, ყოველ შემთხვევაში, ჩემს სიცოცხლეში, როდესაც მხოლოდ სოციალური მედიის მონაცემებს გამოიყენებენ ფსიქიკური დაავადების დიაგნოზის დასასმელად. ეს უბრალოდ არ მოხდება ” – ამბობს გუნტუკუ.

მკვლევარებს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, ვიდრე ამ ალგორითმებს სრულყოფილად დახვეწავენ და გაარკვევენ, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის საზოგადოებაში დანერგვა.  ”ერთ დღეს, ციფრული მონაცემები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ნამდვილად გაერთიანდება და ეს იქნება რენტგენი ადამიანის გონებაში.” – ამბობს ბირნბაუმი.



სქესობრივი ტესტირება შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის – ქალების დამამცირებელი ბრძოლა

გაყინული საპნის ბუშტების საოცარი სამყარო