in

„AI უფსკრული“ — როგორ ვიძირებით უსასრულო კონტენტში

BOG
BOG

ფინურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Mannerheim League for Child Welfare (MLL) შექმნა ვიდეორგოლი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტში „ჩაძირულ“ ბავშვს ვხედავთ. მას უჭირს იმის გარკვევა, თუ რა არის რეალური და რა — არა.

სამთავრობო სააგენტო ევროპოლი პროგნოზირებს, რომ 2026 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი ინტერნეტში განთავსებული კონტენტის 90%-ის ავტორად მოგვევლინება. ეს მზარდი რეალობა, არსებულ ონლაინ საფრთხეებთან ერთად, ხაზს უსვამს მშობლის ეფექტური და სწრაფი ხელმძღვანელობის აუცილებლობას ბავშვების მიერ ინტერნეტით სარგებლობის კუთხით.

„ჩვენ გვჭირდება ინდიფიკატორი, რათა მივხვდეთ, კონტენტი AI-ს მიერაა შექმნილი თუ არა. ასევე, მშობლებმა სათანადოდ უნდა იზრუნონ ბავშვების ყალბი ინფორმაციისგან დაცვაზე“, — განმარტავენ MLL-ში.

საინტერესო პოდკასტი | საუბარი ჩემპიონთან — ზაზა ფაჩულია

Apple-ის ამაღელვებელი რეკლამა ძაღლებისთვის „დაბრუნებულ ცხოვრებაზე“