in

ქუვეითის მედიაში AI წამყვანი გამოჩნდა

ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიო იმას განიხილავს, რამდენად ჩაგვანაცვლებენ AI სისტემები სამუშაო პროცესში… ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრს გამოვთქვამთ — ზოგჯერ ვამტკიცებთ, რომ ეს შეუძლებელია, ზოგჯერ კი მიმდინარე მოვლენები საპირისპიროში გვარწმუნებს. ამჟამად ქუვეითის პირველმა ინგლისურენოვანმა მედიამ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჟურნალისტი წარადგინა, სახელად ფედა. 

Alta
Alta

ვიდეო KuwaitNews-ის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა. „მე ვარ ფედა, პირველი წამყვანი ქუვეითში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს Kuwait News-ში. რა სახის სიახლეებს ანიჭებთ უპირატესობას? მოდით, გამიზიარეთ თქვენი აზრი“, — თქვა მან არაბულად.

აღნიშნული სიახლე ტექნოლოგიური განვითარების ვრცელი ჯაჭვის ლოგიკური ნაწილია. Midjourney-ის მსგავსი კომპანიები რეალისტური ფოტოების შესაქმნელ AI აპლიკაციებს სწრაფი ტემპით ავითარებენ, რაც კონტენტის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ასვლის საშუალებას იძლევა.

აქვე საგულისხმოა, რომ ქუვეითი პირველი ქვეყანა არ არის, რომელმაც მსგავსი სერვისი დანერგა — ჯერ კიდევ 2018 წელს ჩინეთში AI წამყვანი რეალური კაცის ხმასა და გარეგნობას იმეორებდა და ისეთი დახვეწილი არ იყო, როგორიც ფედაა. ხოლო რამდენიმე თვეში ქალი AI წამყვანიც გამოჩნდა.

კვლავ ფედას რომ დავუბრუნდეთ, როგორც მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, უახლოეს მომავალში ტექნოლოგიას მეტად დახვეწენ — მაგალითად, ქუვეითურ აქცენტსაც შესძენენ და სახის ვიზუალურ მახასიათებლებსაც ადგილობრივი მოსახლეობისას მიამსგავსებენ, რეალისტური შედეგების მისაღებად. „ფედა ძველი, პოპულარული სახელია ქუვეითში და ვერცხლს ნიშნავს. რადგანაც ჩვენს აღქმაში რობოტები ვერცხლისფერთან და მეტალის შეფერილობებთან ასოცირდება, სახელიც სიმბოლურად შევარჩიეთ“.

თანამედროვე „კონკიას“ ისტორია Aldi-ს რეკლამაში

დაემშვიდობეთ მაღალ საკომისიოებს კრიპტოს განაღდებისას! — კრიპტომატის მეშვეობით, ამას სულ რაღაც 3%-ში შეძლებთ