in

რაში დაგვეხმარება AI-ზე დაფუძნებული მარკეტინგი?

ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს მოდელებში ჩართვის შესახებ საუბრობენ და ფიქრობენ, რომ ამას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. აქ კი დიდი მნიშვნელობა AI-ზე დაფუძნებულ მარკეტინგს ენიჭება.

მონაცემთა შეყვანა და ანალიზი, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი, მენეჯმენტი, და სეგმენტაცია ის ოპერაციებია, რომელთა განხორციელებასაც ტრადიციულ მარკეტინგში ძალიან დიდი დრო და შრომა სჭირდება. AI-ს კი ამ პროცესების ავტომატიზაცია შეუძლია, რაც საშუალებას მოგცემთ, უკეთესი შედეგები უფრო ნაკლებ დროში მიიღოთ. ამგვარად, ბიზნესებს მონაცემების საფუძველზე არჩევანის გაკეთება უფრო სწრაფად და ეფექტურად შეეძლებათ, რაც გრძელვადიანი წარმატების პერსპექტივასაც გაზრდის.

მეტიც, AI-ზე მომუშავე მარკეტინგულ პლატფორმებს დროთა განმავლობაში სწავლა და ადაპტირება შეუძლია, სისტემა „ისწავლის“ თქვენს უპირატესობებსა და ქცევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი კამპანიები დროთა განმავლობაში უკეთეს შედეგს მიიღებს.

Forbes-ის კვლევის მიხედვით კი, კომპანიებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, გაყიდვები საშუალოდ 49%-ით, ROI კი 78%-ით გაეზარდა. რაც შეეხება მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებელს, მან 26%-ს მიაღწია. ეს იმიტომ ხდება, რომ AI-ს შეუძლია, გააკეთოს ის, რაც ჩვენ არ შეგვიძლია… მაგალითად, მონაცემთა დიდი მოცულობის სწრაფად და ზუსტად გაანალიზება. მსგავსად, შეგიძლიათ, თქვენი მონაცემებიდან იმაზე მეტი მიიღოთ, ვიდრე ოდესმე.

აქ მნიშვნელოვან როლს კოგნიტიური AI-ც შეასრულებს — იგი საშუალებას გაძლევთ დაადგინოთ ტრიგერები, რომლითაც კონკრეტული ქცევა მიიღება. მაგალითად, თუ გავიგებთ, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს, ჩვენთვის მარკეტინგული ROI-ს გაზრდა ბევრად მარტივი გახდება.

SCSA-ს პროექტმა „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის – თეგეტა, ,,წიგნები მშვიდობისათვის“ კამპანიის მხარდამჭერია