in

როგორ უმკლავდებიან ვან გოგი და ფრიდა კალო კლიენტების უაზრო მოთხოვნებს?

BOG
BOG

დამოუკიდებელ კომერციულ მწარმოებელთა ასოციაციამ (AICP) სახალისო ვიდეორგოლი გადაიღო, სახელწოდებით Museum-Worthy. სარეკლამო სააგენტო BBDO-ს მიერ შემუშავებული კონცეფცია ვინსენტ ვან გოგისა და ფრიდა კალოს თვალით გვამოგზაურებს სტერეოტიპულ სამყაროში… ლეგენდარული მხატვრები საკუთარი ხედვით ებრძვიან უაზრო, სულის გამანადგურებელ მოთხოვნებს.

BOG

მაგალითად, ვან გოგს სთხოვენ, „ვარსკვლავებიანი ღამის“ კომპოზიციაში ღამის ნაცვლად მზიანი დღე იყოს — თუმცა სახელწოდება მოსწონთ და მისი შეცვლა არ უნდათ… ხოლო ფრიდა კალოს ავტოპორტრეტის ფერთა პალიტრაზე უწევს კრიტიკის მოსმენა. ამასთან, მაიმუნის ლეკვებით ჩანაცვლებისკენ უბიძგებენ!

ეს კომიკური მიდგომა ემოციურად ეხმაურება ყველას, ვისაც კი ოდესმე შემოქმედებით შეფასებებში გაუვლია… ზოგჯერ მეტისმეტად სასტიკია თითოეული მოთხოვნა თუ კომენტარი; სრულიად შეუსაბამო და აზრსმოკლებული. „რთულია მუზეუმისთვის ღირსეული ხელოვნების შექმნა. კიდევ უფრო ძნელია მუზეუმისთვის შესაფერისი რეკლამის გაკეთება. ასე რომ, ენდეთ ხელოვანების ხედვას და გახსოვდეთ, დიდებულებსაც კი შეხვდებიან აბსურდული გამოხმაურებით — იქნება ეს მაყურებლის, დამკვეთის თუ ფოკუს ჯგუფის მხრიდან“, — განმარტავს AICP.

Valentino – მაღალი მოდის განუყოფელი ნაწილი

Visa და TNET, ციფრული გადახდების მხარდასაჭერად საქართველოში, ახალ კამპანიას იწყებენ