in ,

აწყობილი ცხოვრების ფორმულა! ტერაბანკის ახალი კამპანია [EXCLUSIVE]

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ტერაბანკის ახალ კამპანიას სახელწოდებით – “აიწყე ცხოვრება”, პროექტზე სარეკლამო სააგენტო DDB Betterfly- იმუშავა!

როდესაც ცხოვრება აწყობილი გაქვს, შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა, თუნდაც ისწავლო ჩიტების ენა! ნახეთ პირველი ვიდეო

ალბათ ბევრი გვინახავს, ისეთი „გათამაშების კამპანია“ , სადაც ფული თამაშდება, ან სახლი, თუნდაც მანქანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ ადამიანს ეს ყველაფერი ერთად მოეგო: ბინა, ავტომობილი, ხელფასი 1 წლის განმავლობაში და მოგზაურობა, აეწყო ცხოვრება და ერთიანად განთავისუფლებულიყო ყოველდღიურობაზე ფიქრისგან.

კონცეფციაზე ფიქრის დროს, პირველი მარტივი კითხვა, რაც ჩვენს თავს დავუსვით იყო: „თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანისთვის აწყობილი ცხოვრება“ და მივედით პასუხამდე: „როდესაც ცხოვრება აწყობილი გაქვს, აღარ ფიქრობ რუტინულ ყოველდღიურობაზე, მატერიალურ თუ პრაქტიკულ პრობლემებზე, გეძლევა საშუალება მშვიდად და წყნარად გაატარო დრო, რომელიც სრულიად შენს ხელშია. სხვადასხვა ადამიანი თავისებური ფანტაზიით, შესაძლებლობებით და ინტერესებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, როდესაც ცხოვრება აწყობილი გაქვს, შეიძლება ისეთი რამ გააკეთო, რაც სხვისთვის სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ხომ შენი გადასაწყვეტია თუ რაში და რისთვის დახარჯავ დროს, შენ ამის სრული უფლება გაქვს“.
სწორედ ამ პასუხიდან გამომდინარეობს სატელევიზიო რგოლებიც, სადაც ვაჩვენებთ სიტუაციებს რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, როდესაც ტერაბანკის გათამაშებაში მოიგებ მთავარ პრიზს და ცხოვრებას აიწყობ.
როგორც ავღნიშნე „როდესაც ცხოვრება აწყობილი გაქვს, შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა, თუნდაც ისწავლო ჩიტების ენა“. – აცხადებს სალომე ქოქოსაძე, ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

Agency: BetterFly|DDB

Creative Director: Bacho Meburishvili
Art Director: Levan Asatiani
Creative Team: Grue Norris, Erekle Mkheidze, Kata Kokosadze, Toy Toidze,
Copywriters: Kata Kokosadze, Marisha Minazarashvili, Tako Poladashvili
Account Managers: Sally Sakhvadze, Sally Kvirkvelidze
Digital Project Manager: Sandro Khasia
Designers: Anuka Kvezereli, Eldar Khalibauri
Graphic Designer: Guram Kvartskhalaia
Web Designers: Neliko kiria, Nana Zhvania, Gigi Meburishvili
Web developers: Levan Kvitsinadze, Ucha maisuradze

Production: BetterFly Production

Producers: Sophio Orjonikidze, Demetre Beradze
Creative Director: Bacho Meburishvili
Director:  Dato Borchkhadze
DOP: Goga Devdariani
Production Designers: Sopo Bazgadze, Irakli Mchedlidze
Costume Design: Ika bobokhidze, Tamar Sharashenidze
Location Manager: Irakli Chakhnashvili
Decoration: Jimsher Berdzenishvili
Hair/Make-up: Nunuka Khizanishvili
Sound Engineer: Tornike Karchkhadze
Boom operator: Bacho Gvetadze
Casting Managers: Misha Apkhazava, Sopo Qobachishvili 

რატომ არის ქალბატონებისთვის თითქმის ყველაფერზე პასუხი “არა”?!

ადრიანა ლიმა და მოდის სამყაროს 80 ცნობილი წარმომადგენელი იმიგრანტების უფლებების დასაცავად