აისეკ საქართველოს ორგანიზებით, 19 ივნისს 12:00-16:00 საათამდე, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დასაქმების ფორუმი – NETWORK-ER გაიმართება.
AIESEC არის მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია. ის წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და თანამშრომლობს არაერთ კომპანიასთან.
აისეკ საქართველოს მიერ ორგანიზებული ფორუმის მიზანია 18 დან 30 წლამდე პერსპექტიული ახალგაზრდების დახმარება კარიერულ წინსვლაში, ქართული თანამედროვე დასაქმების ბაზრის წარდგენა და მათი ურთიერთდაკავშირება ერთ სივრცეში.
NETWORK-ER არის ივენთი, სადაც წარმოდგენილი იქნება 40-მდე კომპანია და 500+ მონაწილე. დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზევე გაიარონ გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან; გაეცნონ ქართულ ბაზარსა და მის მოთხოვნებს; მიიღონ აუცილებელი რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ CV დახვეწაში და გაზარდონ დასაქმების შანსები.
მეორეს მხრივ მოწვეულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი სამუშაო სფერო, სივრცე, შეთავაზებები და ბენეფიტები. აისეკი ქმნის პლატფორმას, სადაც დასაქმება ბევრად უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტური იქნება ორივე მხარისთვის. კომპანიებს ექნებათ შანსი გაეცნონ ახალგაზრდების მოტივირებულ და წარმატებულ ნაკადს, რომლებიც მზად არიან სამუშაო სივრცეს შეუერთდნენ.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება როგორც ბიზნესის (კერძო სექტორი), ისე არასამთავრობო სფერო. (საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები). სივრცე დაეთმობათ ასევე სტარტაპ კომპანიებსაც.
ღონისძიებაში მონაწილეობა 18-30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, დასწრება უფასოა.
სარეგისტრაციო ბმული მონაწილეებისათვის.
სარეგისტრაციო ბმული დამსაქმებლებისათვის:
ღონისძიებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ Facebook-ის ბმული.