ბევრი ვარაუდობდა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება მობილური აპლიკაციების ეპოქას დაასრულებდა, თუმცა რეალობა სხვანაირია – ახალი აპების გამოშვება მკვეთრად გაიზარდა. ბაზრის ანალიტიკური კომპანიის Appfigures მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში აპების გლობალური გამოშვება წლიურად 60%-ით გაიზარდა როგორც App Store-ში, ისე Google Play-ში.
ეს მონაცემები იმ ფონზე ჩნდება, როცა ბევრი ფიქრობდა, რომ AI-ჩატბოტები და აგენტები მომხმარებლებს აპებიდან თავის მხარეს გადაიყვანდა. The New York Times ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, რომ შესაძლოა ახალმა მოწყობილობებმა: ჭკვიანი სათვალეებმა, „ambient computing“ გაჯეტებმა ან სმარტსაათებმა სმარტფონები ჩაანაცვლოს.
თუმცა არსებობს სხვა სცენარიც: ხელოვნური ინტელექტი თავად აპების შექმნას ამარტივებს და სწორედ ეს იწვევს App Store-ის ერთგვარ „რენესანსს“. ახალი „აპების ოქროს ციებ-ცხელება“ შეიძლება წამოიწყონ იმ ადამიანებმა, ვისაც იდეები აქვთ, მაგრამ პროგრამირების სიღრმისეული ცოდნა არ გააჩნიათ.
Appfigures-ის მონაცემებით, განსაკუთრებით სწრაფად იზრდება გარკვეული კატეგორიები. მობილური თამაშები კვლავ ლიდერობს, თუმცა „productivity“ აპები უკვე ტოხუთეულში შევიდა. „utilities“ კატეგორია მეორე ადგილზეა, „lifestyle“ – მესამე, ხოლო „health and fitness“ აპები ხუთეულის ბოლოშია.
როგორც ამბობენ, ამ ზრდის უკან დგას AI-ინსტრუმენტები, როგორიცაა Claude Code და Replit. ამავდროულად, AI-ს გამოყენება იმდენად გამარტივდა, რომ ადამიანებს უკვე შეუძლიათ სწრაფად შექმნან საკუთარი აპები, მაშინაც კი, როცა ზოგისთვის ეს შესაძლოა პირველი გამოცდილებაც იყოს.
თუმცა აპების რაოდენობის ზრდა გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის. მაგალითად, Apple-მა ცოტა ხნის წინ წესების დარღვევის გამო App Store-დან წაშალა “Freecash”, მიუხედავად იმისა, რომ ის თვეების განმავლობაში ტოპჩარტებში იყო. ასევე გამოვლინდა თაღლითური კრიპტოაპი – Ledger Live-ის კლონი, რომელმაც მომხმარებლებს 9.5 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით, Apple კვლავ აქტიურად აკონტროლებს პლატფორმას.
რომ შევაჯამოთ, თუ აპების ბუმი მართლაც AI-ს დამსახურებაა, მათი მინიტორინგის საჭიროება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბაზარზე უფრო და უფრო მეტი ახალი აპი გამოჩნდება და ყველა მათგანი უსაფრთხო არ იქნება.














