8
Nov
2017

ჩიტი ნევერლენდიდან, რომელმაც საქართველოში ტურისტული კომპანია დააფუძნა – Aim Tour Georgia

8 Nov 2017

Startauperi
Startauperi


ეიმის – ჩიტს ნევერლენდიდან, რომელიც ბოჰემური ცხოვრების სტილს მისდევს, ძალიან უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია და ჭამა. ერთ-ერთი მოგზაურობისას, გაიცნობს ქართველ სტუდენტ გოგონას, ვისთან ერთადაც ხვდება ვენაში, ქართულ რესტორანში, სადაც აგემოვნებს ქართულ კერძებს, იგებს საქართველოს შესახებ და მიემგზავრება საქართველოში. თბილისში ეიმი აქტიურად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გეგმავს ექსკურსიებს, დადის რესტორნებში და 2 კვირიანი ვოიაჟის შემდეგ, მეგობრებთან ერთად აფუძნებს ტურისტულ კომპანიას – ეიმ ტური – Aim Tour.


ეიმ ტური საერთაშორისო ტურისტული კომპანიაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა დუბაიში და მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ პაკეტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც. ასევე, ახორციელებს ადგილობრივ  შიდა ტურებს დუბაიში მყოფი ტურისტებისათვის. 2017 წლიდან ეიმ საქართველო – Aim Georgia  ჩნდება ქართულ ბაზარზე და ყოველდღიურ ტურებს ახორციელებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ზოგიერთ მათგანს კი თვითონ ეიმი უძღვება ფოტოგრაფსა და გიდთან ერთად.


მარკეტერი Aim Tour Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ია ორჯონიკიძეს ესაუბრა:

M: როგორ აღმოჩნდა Aim Tour საქართველოში?

ეიმ ტურის დამფუძნებელი, ჰასან კანანი, დაახლოებით 1 წლის წინ, პირველად მოხვდა საქართველოში, აღფრთოვანებული და მოხიბლული დარჩა ქვეყნით, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ გადაეწყვიტა საქართველოში სამუდამოდ  წამოსვლა და უკვე რამდენიმე თვეა, ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მას მიაჩნია და დარწმუნებულია, რომ საქართველო, ტურისტული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი ქვეყანაა.
M: როგორ აპირებს ეიმი, რომ იყოს კონკურენტუნარიანი ბაზარზე? რას პირდებით მომხმარებლებს?
ეიმი მომხმარებელს სთავაზობს პირველ რიგში, გარანტირებულ ტურებს, დაბალ ფასებს, მრავალწლიან გამოცდილებას, რაღა თქმა უნდა, კომფორტსა და სიახლეს, რომელიც ქართული ბაზრისთვის საკმაოდ უჩვეულო და ახალი იქნება. ეიმის მთელი კვირის განმავლობაში, დღეების მიხედვით აქვს გაწერილი და დაგეგმილი ტურები, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა 1 ადამიანი გაჰყვება მას, 4 თუ 14. იგი ყოველდღე, დათქმულ დროს განახორციელებს ტურებს.

M: ყოველდღიური ტურები საქართველოს რომელ რეგიონებს მოიცავს?
ყოველდღიურ ტურებს საკმაოდ ბევრ ლოკაციაზე ვახორციელებთ: თბილისი, მცხეთა – გორი – უფლისციხე, ანანური – გუდაური, ყაზბეგი, წინანდალი – ნუმისი – სიღნაღი, ბორჯომი, რაბათი. უახლოეს მომავალში დავამატებთ სვანეთსა  და რაჭას.

M: რა არის ტურების ღირებულება?
ტურების ღირებულება საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომია როგორც უცხოელი ტურისტებისათვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებელებისთვისაც. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ტურისტებსა და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ყველაზე იაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ იმოგზაურონ და გაყვნენ ეიმის ტურებზე მთელი საქართველოს გარშემო. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი ანანური&გუდაურის ტური  – რომლის ღირებულებაც 54 ლარს შეადგენს, ტური მოიცავს ანანური – გუდაური სრულ დათვალიერებას, პროფესიონალი გიდის მომსახურებით.

განხილვა