in

AI, რომელიც შენი HR ასისტენტი გახდება- Ainiko

მიმდინარე ტექნოლოგიები ყოველდღიურად გვაოცებს. იმდენი საინტერესო პროექტი იქმნება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს, რომ ისღა დაგვრჩენია, უბრალოდ ვისწავლოთ მათი ჩვენს საქმეზე ეფექტურად მორგება და გამოვიყენოთ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ HR სფეროს ბოლო პერიოდია, დიდი ყურადღება ექცევა. დასაქმების გამოწვევები როგორც დამსაქმებლის, ისე სამუშაოს მაძიებლისთვის ერთნაირად დგას და მათ გადაჭრას კარგი კვლევა, გამოწვევათა შეფასება და შესაბამისი ტექნოლოგიის შეთავაზება სჭირდება.

სტარტაპი Ainiko, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ, სწორედ HR მიმართულებაზე მუშაობს. ოღონდ მისი მუშაობის გზა განსხვავდება კლასიკური მიდგომებისაგან. ჩვენ ხშირად ვხვდებით ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის მიერ დახატული ნახატების, მოსაუბრე რობოტებისა და სხვა ინოვაციების შესახებ, რას იტყოდით, რომ ხელოვნური ინტელექტი გახდეს თქვენი პერსონალური HR ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ ყველა იმ საკითხში, რაც სამსახურთან, კადრებთან და პროცესების მართვასთან არის დაკავშირებული.

Ainiko-ს დამფუძნებელი, მარად ბარამიძე გვიყვება, რომ ისტორია ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც მან ფეისბუკზე შექმნა გვერდი HR Georgia – დასაქმება საქართველოში. ამ გვერდის მართვამ მარადს ბევრი პრობლემა დანაახა. კერძოდ, რა სჭირდება მომხმარებელს და რა – დამსაქმებელს. მოგვიანებით მან შექმნა ვებგვერდი New Employment Solutions Georgia. თუმცა, გარკვეული დროის შემდგომ მიხვდა, რომ ბაზარზე საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტის მოფიქრება იყო საჭირო, რაც მარტოს გაუჭირდებოდა, ამიტომ დაიწყო გუნდის შეკრება.

იმას, თუ როგორ დაარსდა და რა არის Ainiko, თავად მარად ბარამიძისგან შევიტყობთ:

2020 წელს ჩვენ პირველები ვიყავით და ვართ (არასახელმწიფო ინსტიტუტი), ვინც სამუშაოს მაძიებელს გაუგზავნა მოკლე ტექსტურ შეტყობინება მისთვის სასურველი ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას. თუმცა ეს არ იყო საკმარისი, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, და უფრო მეტის გაკეთება გვსურდა.

2021 წლის იანვარში კი დაიბადა იდეა, რომ შეგვექმნა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული პორტალი, რომელიც იქნებოდა სრულიად ავტომატიზირებული, იქნებოდა მედიატორი სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის, მსგავსი სისტემის შესაქმნელად გვქონდა საკმაო გამოცდილება და ტექნიკური უნარებიც.

M: რა ძირითად პრობლემებს ჭრის Ainiko, რომლებიც ადამიანური რესურსით ძნელად გადაჭრადია და ხელოვნური ინტელექტის დახმარება სჭირდება?

როგორ გითხრათ, ადამიანის გონებისთვის შეუძლებელი არაფერია, თუმცა გლობალიზაციის ეპოქაში ბიზნესისთვის პრიორიტეტულია დრო და რესურსები, მარტივად რომ ვთქვათ, დროის მოკლე მონაკვეთში ნაკლები დანახარჯით სასურველი შედეგის მიღება.
რამდენიმე ქეისის განხილვა შემიძლია: წარმოვიდგინოთ სიტუაცია – ორგანიზაციაში სასწრაფოდ მჭირდება კარგი აიტი სპეციალისტი, ამისათვის შემიძლია მივმართო რეკრუიტერს, ვინც დაიწყებს ჩემთვის სპეციალისტის ძებნას, რაც ჩვენს სერვისთან შედარებით, მაღალ თანხებთანაა დაკავშირშირებული, თან არ ვიცი, რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს. მეორე ვარიანტი – შემიძლია AINIKO-ს მივცე დავალება რომელიც გაცილებით მოკლე დროში, წუთების მანძილზე შემომთავაზებს გამოცხადებული პოზიციის მოთხოვნების შესაბამის სპეციალისტს, მაგალითისთვის სპეციალისტი ვიპოვეთ, თუმცა ყველა დასაქმებულია, ამის შემდეგ უკვე შემიძლია გავააქტიურო ე.წ ჰეადჰანთინგის ფუნქცია და ვეცადო, სპეციალისტის გადმობირება და პირდაპირ პლატფორმის დახმარებით ჩავატარო გასაუბრება, როგორც ანონიმურად, ასევე ღიად.
ადამიანური რესურსით ჰეადჰანთინგს შეიძლება რამდენიმე დღე/კვირა და შეიძლება თვეც დასჭირდეს. ნიკოს შემთხვევაში ყველაფერი შეგიძლია ერთ დღეში გააკეთო, მთავარია სისტემაში მოიძებნოს შესაბამისი ადამიანი.

M: Ainiko-სთან დიალოგის გამართვაა შესაძლებელი – ჩავშალოთ, როგორ ხდება ეს დიალოგი, რა ფორმატით, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი?

დიალოგის ფუნქცია აქტიურია როგორც რეგისტრირებული ორგანიზაციისთვის ასევე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლისთვის. რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, მარტივი ხმოვანი ბრძანებით, შეუძლიათ ნებისმიერი მოქმედების შერულება, დოკუმენტის მომზადება, გენერაცია, ფაილების ძებნა საცავში. შენს სათქმელს ის სამუშაოს მაძიებლამდე მიიტანს, შეგიძლია უკარნახო და ტექსტსაც კი აკრეფს. გეტყვის, დღეს ვინ დააგვიანა სამსახურში, ვინ ადრე წავიდა. შეგახსენებს კალენდარში აღნიშნულ თარიღებს, შეგიძლია უთხრა, რომ ხუთშაბათს 17:00-ზე ჩაგინიშნოს შეხვედრა და შეგახსენოს ამის შესახებ, შეგიძლია მისცე დავალება, გახვიდე ყავის დასალევად და დასრულების შემდეგ მოგახსენებს შედეგებს შენს სმარტფონზე (ამ ეტაპისთვის android მხარდაჭერა). შეგიძლიათ, დაავალოთ, რომ მოგიძებნოთ თქვენი სასტუმროსთვის ადმინისტრატორი. თუ იპოვა რამდენიმე, დაავალეთ, რომ დაურეკოს და უთხრას თქვენ მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ და მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. თუ ვინმე ყურმილს არ აიღებს, ის ვაკანსიის შესახებ ინფორმციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მისწერს, პროფაილში დაუტოვებს შეტყობინებას. ვინც თანახმობას გამოხატავს, შეგიძლიათ დაავალოთ რომ ჩაუნიშნოს გასაუბრება, რომელიც პირდაპირ პორტალზეც ტარდება (ამ ეტაპისთვის რამდენიმე ორგანიზაციამ ისარგებლა ამ ფუნქციით რეალურ დროში და რეალურ ვაკანსიებზე, რასაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოყვა).

M: ეს კომპანიების შემთხვევაში. როგორ ეხმარება Ainiko მათ, ვინც თავად ეძებს სამსახურს?

რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლის მხარეს:
წარმოვიდგინოთ სიტუაცია: მე დავრეგისტრირდი პორტალზე, თუმცა არ მაქვს არანაირი სამუშაო გამოცდილება, ვარ სტუდენტი ან სხვა სოციალური სტატუსის მქონე. მივუთითე ჩემი განათლება, უცხო ენების ცოდნა, ავტვირთე ჩემი სერტიფიკატები ან რაიმე დოკუმენტები. შემიძლია ჩემი კარიერის დაგეგმვა მივანდო AINIKO-ს, ყველაზე მარტივი, რითაც დავიწყებთ, ეს არის კლიმოვის ტესტი, რომ განისაზღვროს ჩემი პროფესიული მიდრეკილება. რადგან არ მაქვს გამოცდილება კარგი იქნება, თუ რაიმე ტრენინგსაც გავივლიდი, სისტემა ავტომატურად შემომთავაზებს ტრენინგებს, მაგალითად, როგორ გავიარო გასაუბრება, გასაუბრების ეტიკეტი და სხვა, რაც საწყისს ეტაპზე სამუშაოს მაძიებელს ძალიან გამომადგება დასაქმებისათვის.

გარდა ამისა AINIKO ავტომატურად მომაწოდებს ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ ჩემთვის სასურველი ან/და ჩემი უნარების მიხედვით, ნებისმიერი მეთოდით, როგორიცაა ზარი, შეტყობინება.

M: რა სეგმენტზეა გათვლილი პროექტი, ვის სთავაზობთ ამ პროდუქტს?

AINIKO გათვლილია როგორც მსხვილი ბიზნესისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც ძალიან გაუმარტივებთ HR პროცესების მართვას.
AINIKO არ არის მხოლოდ HRMS სისტემა, სისტემა თავის მომხმარებელს სთავაზობს CLOUD საცავებს 1 ტერაბაიტიდან 10 ტერაბაიტამდე ფაილებისთვის და ჰოსტინგისთვის, გააჩნია ორგანიზაციის მასშტაბს.

პორტალი ასევე განკუთვნილი სასწავლო დაწესებულებებისთვისაც, სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების ჩასატარებლად თუ ონლაინ სწავლების რეჟიმისთვის.

რაც მთავარია, AINIKO განკუთვნილია სამუშაოს მაძიებლისთვის, სისტემა ირგებს კარიერული განვითარების სპეციალისტის და დასაქმების აგენტის როლს, რომელიც მნიშვნელოვნ როლს შეასრულებს სპეციალისტების ზრდის პროცესში.

M: როგორც ვიცით, პროექტი ითვალისწინებს VR ტექნოლოგიის გამოყენებასაც, კონკრეტულად რა კუთხით იქნება ეს კომპონენტი ჩართული და როგორ გამოიყენებს მას მომხმარებელი?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, შესაძლებელია ვირტუალურ გასაუბრებაზე სიმულაციის გავლა, ასევე შესაძლებელია VR გარემოში ტრენინგების ჩატარება, რაც რეალური გარემოს შთაბეჭდილებას შექმნის, ასევე შესაძლებელია პროფესიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, სამუშაო მოვალეობების შესახებ მეტის გაგება. ამ მხრივ საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს და ამ ეტაპისთვის ვრცელი პასუხისგან თავს შევიკავებ.

Ainiko ამ ეტაპზე მე-3 სტადიის დახურულ ტესტირებას გადის. ამ ტესტირებაში ჩართულია ქართული და უცხოური 30 ორგანიზაცია. ის არის ახალი გამოცდილება როგორც დამსაქმებელი კომპანიებისთვის, ისე სამუშაოს მაძიებელი ხალხისთვის. ის იქნება თქვენი დამხმარე HR პროცესებისა და პროცედურების შეფასებასა და შემუშავებაში. მისი დახმარებით, შეძლებთ პერსონალის მენეჯმენტს, დასასაქმებელი კადრის პროფილის დეტალურ ანალიზს, თანამშრომლის მონაცემების დაარქივებასა და მარტივი ხმოვანი ბრძანებით ნებისმიერი მოქმედების შესრულებას, რაც სამსახურის ძიებასთან ან საკუთარი ბიზნესის HR პროცედურასთან არის დაკავშირებული. Ainiko-თი სარგებლობა უფასო იქნება nes.ge პარტნიორი ორგანიზაციებისთვის, როგორც ამ ეტაპზე, ასევე შემდეგში.

[R]

როგორ შექმნა მარკეტერმა „მ7 ღვინო”? — ბექა კოკაიას ამბავი

უნდა შეიცვალოს თუ არა სტრატეგია მიზნის ცვლილებასთან ერთად?