22
Jul
2019

როგორ ვაქციოთ სელფი ტიციანის, ან რემბრანდტის სტილში შესრულებულ პორტრეტად

22 Jul 2019

Alta
Alta


შესაძლოა, დაიღალეთ ისეთი შესაძლებლობის, როგორიც ხელოვნური ინტელექტია, დაბერების აპლიკაციაში გამოყენებით. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებისა და ალგორითმების შესაძლებლობები, რომელთა მოსინჯვა და გამოყენებაც ჩვენს ყოველდღიურობაში შეგვიძლია, ამით როდი შემოიფარგლება. სხვათა შორის, არ შემოიფარგლება არც იმით, რაზეც ვაპირებთ, მოგიყვეთ.

როგორ შეგიძლიათ აქციოთ თქვენი სელფი კლასიკურ პორტრეტად, რომელსაც საუკუნეებით ადრე მცხოვრები მხატვრები დახატავდნენ, მათ დროში რომ გეცხოვრათ. მკვლევარებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და IBM Watson-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიიდან შექმნეს ვებგვერდი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს სწორედ თქვენი სამოყვარულო ფოტოს ხელოვნების ნიმუშად საქცევად იყენებს.

ვსაუბრობთ aiportraits.com-ზე, ანუ პლატფორმაზე, რომელიც ნახატის გენენრირების შემდეგ, დაუყონებლივ შლის ფოტოს, რომელიც ატვირთეთ. ის არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. უბრალოდ, პორტრეტის მიღებით ეხმარებით ხელოვნურ ინტელექტს განვითარებაში. მარტივად რომ ვთქვათ, მონაწილეობასაც კი იღებთ მის წვრთნაში, თუმცა, ალგორითმი უკვე გაწვრთნეს 45 000 კლასიკური პორტრეტის გამოყენებით. მონაცემთა ბაზა მოიცავდა სხვადასხვა მასალის გამოყენებით შექმნილ ნამუშევრებს, რომელთა ავტორებს შორის იყვნენ ტიციანი, ვან გოგი, რემბრანდტი.

მკვლევართა თქმით, აქამდე გამოყენებული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებითაც მსგავსი პორტრეტები იქმნებოდა, aiportraits.com-ის ალგორითმი თქვენს სახეს არ ხატავს ახლიდან, ახალ სტილში. ამის ნაცვლად, ის იყენებს გენერირებად ედვერსიულ ქსელს (GAN), იმისათვის, რომ შექმნას ახალი გამოსახულება კონტურებისგან.

განხილვა