საღეჭი რეზინის ბრენდი Vigorsol სტომატოლოგიურ ჰიგიენასთან დაკავშირებულ „სერიოზულ“ ნარატივს კომიკური მიდგომით ცვლის. გუსტავ სუნდსტრომის რეჟისორობით გადაღებული 30-წამიანი ვიდეორგოლი სიურრეალისტურ ქალაქში ვითარდება — აქ მხოლოდ კონფორმისტული პლასტმასის მანეკენები ცხოვრობენ. მაგრამ როგორც კი ერთ-ერთი მათგანი პირველად გასინჯავს Air Action-ს, მისი გარსი სრულად იშლება და ნამდვილად ადამიანად იქცევა.
„მთლიანობაში 16 მანეკენი გამოვიყენეთ, პარიკებსა და ტანსაცმელს კი საჭიროებისამებრ ვუცვლიდით. გვსურდა, გამოსახულება მეტად ავთენტური ყოფილიყო, რისი მიღწევაც CGI-ით რთულია. თან ასე უფრო სახალისო შედეგი მივიღეთ“, — განმარტავენ Vigorsol-ში.
უფრო დეტალურად რომ წარმოვიდგინოთ, მანეკენებს მარიონეტების მსგავსად აკონტროლებდნენ. ასე ნაკლებად ბუნებრივ ელფერს მიაღწიეს, რაც შემთხვევითი სულაც არაა — პირიქით, იდეალურად შექმნეს კონტრასტი გათავისუფლებულ გმირსა და დანარჩენ სამყაროს შორის.