in

გუნდი ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად უნდა იყოს! – სამხედრო მფრინავის უნიკალური რჩევები 

„საჰაერო ძალებში რომ ვმსახურობდი, ყველა სიტუაცია ძალიან სტრესული იყო, ძალიან დიდ წნეხს განვიცდიდი, მაგრამ არაფრის მეშინოდა, რადგან ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული და ეს ყველაფერი წინასწარ იგეგმებოდა. პარალელი გავავლოთ ბიზნესთან – კომპანიის ხელმძღვანელები მუდმივად გეგმავენ: შემოსავალს, გასავალს, მოგებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსებს ყურადღებას არ აქცევენ. არა და, ამ დეტალების დაგეგმვა აუცილებელია“, – განაცხადა ჯეიმს მერფიმ, რომელიც ყოფილი სამხედრო მფრინავი და ახლა უკვე ანტრეპრენუარია.

კონკრეტულად რა ნიუანსებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა მოამზადოთ გუნდი ნებისმიერი წინააღმდეგობისა და სიტუაციისთვის?! – ჯეიმს მერფის რჩევები:

დასახეთ სამოქმედო გეგმა და გაუზიარეთ თითოეული დეტალი გუნდის წევრებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბეთ, „გაიარეთ“ ყველა სტადია, განიხილეთ პროცესი – რა შესრულდა და რა – ვერა. თუ რომელიმე ნაწილი განუხორციელებელი დარჩა, ეცადეთ, მაშინვე გაიაზროთ რა პრობლემა აქვს გუნდს, რომ მომდევნო დავალების ან პროექტისთვის ეს საკითხი მოაგვაროთ. მისი აზრით, კარგმა ლიდერებმა ყოველთვის უნდა მოუსმინონ სხვებს, დაგეგმვის პროცესში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ, განსხვავებული აზრი იკითხონ, არასოდეს მიიღონ გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა და თანამშრომლებს მათი სამუშაოსთვის საჭირო თითოეული დეტალი გააცნონ. გარდა ამისა, ჯეიმს მერფი ამბობს, რომ კომპანიაში ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რისთვის რა კეთდება და ჰქონდეს ინფორმაცია თითოეული გადაწყვეტილების მიზეზისა და მიზნის შესახებ. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ განისაზღვროს მოლოდინები. ზუსტად უნდა იცოდეთ, საით მიდიხართ და საბოლოოდ, რა შედეგის მიღწევა გსურთ. ამის დაგეგმვა შესაძლებელია.

წყარო: Inc.com



საერთაშორისო ციფრული სამიტი TOUCH თბილისში!

„ბორჯომის გმირები“ და 1850 ახალი ნერგი