in

Air Jordan 11 Adapt – ელექტრო-ზონრებით აღჭურვილი სპორტული ფეხსაცმელი

ბოლო 35 წლის განმავლობაში საკალათბურთო ფეხსაცმელი მუდმივად ინოვაციური გზებით ვითარდება, რასაც არ ჩამორჩა Air Jordans და თავისი ახალი პროდუქტით მომავლის ხაზი გადაკვეთა.

BOG
BOG

ამ სადღესასწაულო სეზონზე ის გამოუშვებს Air Jordan 11 Adapt-ს, რომელიც მაიკლ ჯორდანის მეოთხე ჩემპიონატის სნიკერსების ინოვაციური ვარიაცია იქნება. აღნიშნული მოდელი მსგავსად ნაიკის მრავალი ახალი მოდელისა, აღჭურვილი იქნება ელექტრო-ზონრებით და მომხმარებლებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ, ისე მოირგონ ფეხსაცმელი, როგორც მათ მოესურვებათ. ასევე შესაძლებელია ამავე აპლიკაციით სნიკერსების განათების ფერის რეგულირებაც.

აღნიშნული მოდელი Air Jordan-ის დიზაინერებმა მისი 25 წლის თავის აღსანიშნავად შექმნეს. თუმცა, როდესაც მისმა დიზაინერმა, Tinker Hatfield-მა 25 წლის წინ ამ მოდელის სკეტჩი დახატა, თავიდანვე განიზრახა, ის უზონრო ყოფილიყო, რაც ახლა წარმატებით განხორციელდა.

Air Jordan 11-ის შემდეგ, Air Jordan 11 Adapt გამოვა 30 დეკემბერს SNKRS- ზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება 500 დოლარი იქნება.

SpaceX-ის Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა

საქართველოში iPhone-ის ყველაზე კომპაქტური მოდელის გაყიდვები იწყება