„ლიმიტი მხოლოდ ილუზიაა“ – დევიზი და მოწოდება, რომლის ირგვლივაც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი და მისი ბრენდი ახალი მოდელის წარდგენისთვის გაერთიანდა. ახალი ფეხსაცმელი მიემგზავრება შორეული მთებისკენ, ადის ახალ სიმაღლეებზე, თოვლში, გადალახავს უამრავ სირთულეს და დაბრკოლებას, თუმცა დასახულ მიზანს მაინც მიაღწევს. გამოწვევა, რომელიც აქამდე ასეთი მასშტაბის არ ყოფილა, ახალ ვიდეო რგოლში მთავარ გმირს ბოტასი გამოსაცდელად ამ გარემოში მიაქვს, იქ სადაც დაპირისპირება ახალ სახეს იძენს და მწვერვალთან პირისპირ უნდა წარსდგეს.
ფერი შემთხვევითი არ არის, მაიკლ ჯორდანის კარიერის მთავარი „ჰაილაითები“ ამ ფერს უკავშირდება, ლეგენდარული სეზონები, ჩიკაგო ბულსი, ვაშინგტონ ვიზარდსი, ბეჭდები და უამრავი დაუვიწყარი ემოცია, ყველაფერი ის, რაც ახალ მოდელს ისტორიულ რეტროსპექტივაში დაგვანახებს. დახლებზე ახალი მოდელი უკვე გამოჩნდა და როგორც „ნაიკში“ ამბობენ, გაყიდვები უკვე საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს აღწევს.
„ეს მოდელი ბრენდის ერთგული მომხმარებლების გარდა ბევრ ადამიანს შეაყვარებს თავს, ის სრულყოფილებაა და ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. პირველადი გაყიდვები ამას მოწმობს, დიზაინერებმა საკუთარი მისწრაფებები მოდელში ზუსტად გადაიტანეს, ფეხსაცმელი ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მორიგი ტრიუმფალური აღიარების მომტანი უნდა გახდეს“, – ამბობს Tinker Hatfield-ის მარკეტინგის მენეჯერი ჯონ სმითროუ.
ჯორდანი და მისი ბრენდი ერთ-ერთი პოპულარული, მზარდი და მოთხოვნადი ბრენდია. ის ასევე მოსავს ფრანგულ გრანდ პარი სენ ჟერმენს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, ერთ სათამაშო ფორმად სწორედ „ეარ ჯორდანის“ ხაზის დიზაინით შექმნილი მაისურებით ასპარეზობენ.
რაც შეეხება თავად ლეგენდარულ კალათბურთელს, საკუთარი მოდელების გარდა, გასულ წელს მან აუქციონზე კარიერის დროს გამოყენებული ფეხსაცმელიც გაიტანა, რომელიც 1985 წელს, იტალიის ქალაქ ტრიესტეში გამართული მატჩის დროს ეცვა. ამ შეხვედრის დროს, ჯორდანმა ბურთის კალათში ჩატენვა სცადა, რის შემდეგაც ფარი გატყდა. როგორც ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელმა აუქციონის წინ თქვა, Air Jordan-ის სპორტულ ფეხსაცმელში ჯერ კიდევ ჩარჩენილია მაშინდელი ნატეხები, რამაც ექსპონატის ფასი მყისიერად რამდენიმე ათასი დოლარით გაზარდა.