პიკასო სინათლით ხატვის ტექნიკას ერთ-ერთი პირველი იყენებდა და ჩვეულებრივი სანათითა და ფოტოაპარატის დახმარებით სინათლით დახატული პირველი ფოტო გადაიღო. პიკასოს იდეა თანამედროვე სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რიგით ადამიანებთან ერთად ამ ხერხს სარეკლამო სააგენტოები და დიზაინერები მიმართავენ.
“Air Pencil”- ეს არის სინათლით ხატვის ეფექტის მქონე აპლიკაცია, რომლითაც “iPhone”-ის მომხმარებლები ისარგებლებენ. ამ პროგრამის დახმარებით მფლობელს ნებისმიერი ნახატის შექმნა შეუძლია დანარჩენს საქმეს თვითონ აპლიკაცია შეასრულებს.












