in

Air Taxi – საჰაერო ტაქსი როგორც ქვეყნის შიდა, ისე – საერთაშორისო მიმართულებით

კერძო თვითმფრინავებით მგზავრობა საზღვარგარეთ უკვე კარგად დამკვირდებული პრაქტიკაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდილება ნელ-ნელა საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ამ მიმართულებით 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს კომპანია Air Taxi“, რომელიც მომხმარებლებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს ნებისმიერი მიმართულებით სთავაზობს. უფრო დეტალურად კომპანიის საქმიანობის შესახებ მის დამფუძნებელს, ლევან გურგენიძეს გავესაუბრეთ:

M: როდის დაარსდა და რა წინაპირობები უძღოდა Air Taxi-ს დაარსებას? 

ამ მიმართულებით უკვე 15 წელია, რაც ვმუშაობ. 2006 წლიდან ვმუშაობდი ერთ-ერთ ავიაკომპანიაში, რომელშიც ანალოგიური მიმართულება მებარა – ჩარტერული ფრენების დაგეგმვა, განხორციელება, უზრუნველყოფა და ა.შ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც უკვე მივიღე შესაბამისი გამოცდილება, 2014 წელს დავაფუძნე კომპანია Air Taxi.

M: კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს “ეარ ტაქსი” და როგორ შეაფასებთ თქვენს გამოცდილებას?

“ეარ ტაქსის” ძირითადი მიმართულებაა ბიზნეს ავიაცია, კერძო ფრენები. შესაბამისად, კომპანია კერძო დამკვეთებს სთავაზობს ჩარტერულ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს თვითმფრინავებს, რომლებსაც შეუძლიათ ფრენების შესრულება 4-15 რაოდენობის მგზავრის გადაყვანით.

როგორც მოგახსენეთ, ამ სფეროში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, რომელსაც ავტომატურად ვაზიარებ ჩემს კომპანიაში. დაარსებიდან დღემდე წარმატებით გვაქვს შესრულებული მრავალი ფრენა როგორც შიდა, ისე – საერთაშორისო მიმართულებით.

M: როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს საჰაერო ტაქსს ავიაკომპანიასთან შედარებით?

საჰაერო, კერძო ფრენების კულტურა უკვე კარგადაა დამკვიდრებული საზღვარგარეთ და, უნდა აღინიშნოს, რომ ნელ-ნელა საქართველოშიც მკვიდრდება. სხვა, შედარებით მაღალბიუჯეტიან ქვეყნებში ადამიანები უკვე არა ფუფუნებად, არამედ რეგულარული გადაადგილებისთვის იყენებენ ამ საჰაერო ტაქსებს. მაგალითად, აშშ-ში იმდენადაა დამკვიდრებული ეს პრაქტიკა, რომ ხშირად საცობებისთვის თავის ასარიდებლად A პუნქტიდან B პუნქტში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები სწორედ საჰაერო ტაქსებს იყენებენ.

დღესდღეობით საქართველოში აღნიშნული სერვისი ითვლება მაღალბიუჯეტიან მომსახურებად, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჰაერო ტაქსით გადაადგილება ძვირია და ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, რეგულარული ავიაკომპანიით გადაფრენისას და ბიზნეს-კლასით მგზავრობისას ბიზნესმენს თითქმის იგივე ან ოდნავ ნაკლები თანხა უჯდება რომელიმე ქვეყანაში ჩაფრენა, ვიდრე საჰაერო ტაქსით გადაადგილებისას. რეალურად კი, საჰაერო ტაქსის სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს პირდაპირ ერგება ჩარტერული ფრენა, მიფრინავს ნებისმიერ დროს, არაა დამოკიდებული რომელიმე სხვა რეისზე, მას აქვს მეტი კომფორტი, მეტი მოქნილობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ბიზნესმენისთვის – მეტი სტატუსი.

M: თქვენ ახსენეთ სტატუსი – როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსგავსი ტრანსპორტით სარგებლობა ბიზნესმენის რეპუტაციისთვის?

თუკი ბიზნესმენი მიდის სადმე მოლაპარაკების საწარმოებლად, როგორც წესი, მეორე მხარე ყოველთვის ხვდება მას. შესაბამისად, მეორე მხარეს ეგზავნება ამ ადამიანის განრიგი, თუ რითი და რომელ საათზე ჩაფრინდება. შესაბამისად, დამხვედრმა მხარემ უკვე იცის, რომ მგზავრი კერძო თვითმფრინავით ჩამოდის, რაც მის რეპუტაციას საკმაოდ ამაღლებს. დღეს ისე, როგორც არასდროს, ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ბიზნესსფეროში მყოფი ადამიანებისთვის ეს სტატუსი.

M: როდესაც ამ საქმეს იწყებდით, რა სირთულეებს აწყდებოდით?

საქართველოში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თბილისიდან ბათუმში გადაფრინდეს ჩარტერტული რეისით. თუმცა, ბევრმა საერთოდ არ იცის, რომ ეს მიმართულება არსებობს, ან თუ იცის, ფასები არ იცის და ყველაფერი სხვაგვარად ჰგონია. აი, ესაა ჩვენთვის სირთულე – ცნობადობის და საჰაერო, კერძო ფრენების კულტურის დაბალი დონე.

M: როგორია დღეს მოთხოვნა Air Taxi-ს კერძო ფრენებზე და რა გავლენა იქონია პანდემიამ კომპანიაზე?

შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მით უმეტეს, რომ სხვა მიმართულებებთან ერთად, ჩვენ ვასრულებთ სამედიცინო ფრენებსაც. შეგვიძლია, სამედიცინო თვითმფრინავის გამოყოფა ნებისმიერი მგზავრისთვის, ნებისმიერი მიმართულებით.

ლოგიკურია, რომ რეგულარული ფრენების შემცირებას მოჰყვა ჩარტერული რეისების გაზრდა, თუმცა, გარკვეულ წინაღობებს ჩვენც წავაწყდით. იმდენად სწრაფად იცვლებოდა კოვიდ-რეგულაციები სხვადასხვა ქვეყანაში, რომ კლიენტები იბნეოდნენ და არ იცოდნენ, წასულიყვნენ საერთოდ თუ არა. თუმცა, პანდემიამ, მაინც ცალსახად გაზარდა მოთხოვნა ფრენებზე.

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

მსოფლიო ვითარდება და ვითარდება საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანიებიც. შესაბამისად, დღესდღეობით ეს ავიასაწარმოები უშვებენ ისეთ თვითმფრინავებს, რომლებიც შედარებით ნაკლები დანახარჯებით გამოირჩევიან, რაც ავტომატურად აისახება ფრენის ღირებულებაზეც. შეიძლება ითქვას, რომ 5 წლის წინ A-დან B პუნქტში გადაადგილება ღირდა 20%-ით ძვირი, მომავალ 5 წელიწადში კიდევ უფრო მოიკლებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 წელში ფრენების ფასი შესაძლოა, განახევრდეს. შესაბამისად, ჩვენ გვსურს, რომ ფეხი ავუწყოთ ამ ყველაფერს და გავხდეთ გლობალური კომპანია შესაბამისი გამოცდილებით.

 

[R]

ჩიტის სახლებით მორთული დასავლეთ ლიბანი

Instagram ინფლუენსერებისა და კონტენტის შემქნელებისთვის ახალ ფუნქციებს ქმნის!