in

რას ნიშნავს დაბინძურება და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

დაბინძურება ის ტერმინია, რომლის მნიშვნელობაც დღესდღეობით ბავშვებმაც კი კარგად იციან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს ტერმინი და ზოგადად პრობლემა საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალური გახდა. სიტყვა „დაბინძურება” ნიშნავს რაიმე უცხო ნივთიერების გამოვლენას ერთ კონკრეტულ ნივთსა თუ მასობრიობაში. დედამიწაზე კი, სწორედ ამგვარი ნივთიერებები გროვდება, რომლებიც მასშტაბურად აზიანებენ გარემოს და საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. ყველაფერი ეს კი, რასაკვირველია, ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული. ნელ-ნელა სულ უფრო იქმნება იმის საჭიროება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ პრობლემის წინააღმდეგ. თუმცა, მანამდე აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ რა ეფექტები აქვს დაბინძურებას დღესდღეობით.

დაბინძურების ეფექტი

დაბინძურებას იმხელა უარყოფითი ეფექტი აქვს სიცოცხლის ხარისხზე, ვიდრე წარმოვიდგენთ. ეს ყველაფერი კი შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს და ჩვენგან უხილავად ხდება. მაგალითად, ჩვენ ვერ შევძლებთ, დავინახოთ ჰაერში არსებული დამაბინძურებელი აირები, თუმცა ისინი თავიანთ საქმეს მუდმივად აკეთებენ. ჰაერში, რომელსაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ, სულ უფრო იკლებს ჟანგბადის და იმატებს ნახშირორჟანგის მაჩვენებელი. ამგვარი ჰაერი კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვნად საშიშია.

ინდუსტრიული განვითარების სახელქვეშ ამოფარებული დამაბინძურებლები უსარგებლოს ხდიან წყალსაც, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. დიდი საფრთხის შემცველია ნიადაგიც, რომელიც ნაგავსაყრელიდან დამაბინძურებელ ნივთიერებებს ითვისებს, შემდგომ კი ის ტოქსიკური ხდება. და თუკი ნიადაგის დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდება, ცოტა ხანში ჩვენ არ გვექნება საკმარისი მიწა იმისთვის, რომ ნედლეული მოვიყვანოთ.

დაბინძურების ტიპები

ჰაერის დაბინძურება

წყლის დაბინძურება

ნიადაგის დაბინძურება

როგორ შევამციროთ დაბინძურება?

დაბინძურების ზიანის მომტანი ეფექტების შესწავლის შემდგომ, აუცილებელია ეს საზოგადო პრობლემა დაისვას ამოცანად, რომელსაც რაიმე გზით ამოხსნა უნდა ვუპოვოთ, თანაც – სწრაფად. მაგალითად, იმისთვის, რომ ჰაერის დაბინძურება შევამციროთ, აუცილებელია ხალხმა უარი თქვას საკუთარ ავტომობილებზე და რაც შეიძლება, ხშირად იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ასევე, ფესტივალებსა და სხვადასხვა მასშტაბურ ღონისძიებაზე უნდა შემცირდეს ფოერვერკები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება ხოლმე. ასევე, აუცილებელია, მივეჩვიოთ გადამუშავების კულტურასაც, რადგანაც ჩვენ მიერ ნაგავსაყრელზე მოსროლილი პლასტმასა ნიადაგსა და წყალში ხვდება და მისით გამოწვეულ ეფექტს ჩვენვე ვიმკით.

ნუ გადაყრით ისეთ ნივთებს, რომელთა გამოყენებაც რამდენჯერმე ან სულაც უსასრულოდ შეიძლება, იქონიეთ რაც შეიძლება მეტ ხანს. აუცილებელია დავრგოთ ხეებიც, რომლებიც ჰაერის დაბინძურების შემცირებაში უდიდეს როლს ასრულებენ. და თუკი ამ პრობლემას კიდევ უფრო მასშტაბურად შევხედავთ, აუცილებელია, სახელმწიფომ შეამციროს სასუქების გამოყენება ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით. ასევე, აუცილებელია, ინდუსტრიებს აეკრძალოთ, თავიანთი ნარჩენების მდინარეებსა და ოკეანეებში გადაყრაც, რომელიც საბოლოოდ წყლის დაბინძურებას იწვევს.

საბოლოო ჯამში, ყველა ტიპის დაბინძურება საშიშია და მათ სერიოზული შედეგები სდევთ თან. ადამიანით დაწყებული, ინდუსტრიებით დამთავრებული, ყველამ უნდა გადადგას ცვლილებისკენ ნაბიჯი. და სწორედ იმისთვის, რომ დაბინძურებამ დედამიწა არ შთანთქოს, ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

Maserati – სპორტქარი, როგორც ცხოვრების ფილოსოფია

რატომ არის კვლავ პოპულარული ვინტაჟური აუდიო მოწყობილობები?