in

Airbag Jeans — ახალი პროდუქტი მოტოციკლისტების უსაფრთხოებისთვის

მოტოციკლის მართვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ავარიისას დაცვის აშკარა არ არსებობაა. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტს გარს არაფერი აკრავს, მარტივად შეიძლება მძღოლის დაზიანება. რა თქმა უნდა, მანქანების შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის სრულად დაცულები ვართ, მაგრამ ყველაფერი შედარებითია და აქ უსაფრთხოების ბალიში მაინც გვაქვს.

საფრთხეების შეფასებით, მოტოციკლის შედარებით უსაფრთხო ტრანსპორტად გადასაქცევად, ბრენდები ახალ გზებს ეძებენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ბაზარზე გასაბერი ჩანთაც გამოჩნდა, რათა მისი ტარებისას, მომხმარებელი დაცემას გადარჩეს — ის ვარდნისას იბერება და ზემოთ იწევა. ამის მსგავსია მოტოციკლთან დაკავშირებული პროდუქტიც: გასაბერი ჯინსები. ეს უკანასკნელი Mo’Cycle-ს ეკუთვნის — გასაბერი სისტემა ჯინსშია „ჩამალული“, ავარიის შემთხვევაში კი აქტიურდება, რათა თეძოები და მუხლები დაზიანებისგან დაიცვას.

მართალია, მსგავსი შარვალი მძღოლებს სრულად არ დაიცავს, მაგრამ დაზიანების დონეს შეამსუბუქებს. თანაც, შესაძლოა, სამომავლოდ ამავე პრინციპით მაისურები შექმნან, ქურთუკები ხომ უკვე გვაქვს.

დასაქმების ფორუმი – “500 ქალი ტექში” პროექტის ბენეფიციარებისთვის

თინეიჯერები ონლაინ სივრცეში ბევრ დროს არ ატარებენ — NCS-ს კამპანია მითებს უპირისპირდება