რამდენჯერ გაგჩენიათ სურვილი, შეგეძლოთ დაიცვათ ძვირადღირებული სმარტფონი დამსხვრევისგან? ამავდროულად, ყოველდღიურად ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევაა, როდესაც ვარდნით გამოწვეული დაზიანება ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს. სწორედ ამიტომ, გერმანელმა ინჟინერმა, ფილიპ ფრენზელმა შექმნა “აირბაგი”, რომელიც აღჭურვილია სენსორებით და სწრაფად აღიქვამს, როდის არის ობიექტი თავისუფალ ვარდნაში და დაუყოვნებლივ ააქტიურებს თავდაცვის მექანიზმს.













