in

Airbnb 100 000 უკრაინელ ლტოლვილს უფასო საცხოვრებელს შესთავაზებს

მათ ბევრი სხვა კომპანია ეხმარება საკუთარი რესურსით

Airbnb-მა განაცხადა, რომ ის უფასო დროებით საცხოვრებელს უზრუნველყოფს 100 00-მდე უკრაინელი ლტოლვილებისთვის. სახლის გაქირავების პლატფორმის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო კრიზისების დროს საცხოვრებლის დახმარების უზრუნველსაყოფად შეიქმნა, განსახლების სააგენტოებთან ითანამშრომლებს, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამონახოს საცხოვრებელი ადგილები.

BOG
BOG

“ვიცით, რომ Airbnb-ის მასპინძლები და სტუმრები მთელი მსოფლიოდან მზად იქნებიან მხარი დაუჭირონ ამ მასიურ ინიციატივას. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ დეტალების გაზიარებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მასპინძლებს და ფართო საზოგადოებას ინიციატივის მხარდაჭერა”, — აცხადებს კომპანია.

საგულისხმოა, რომ ბევრი სხვა ორგანიზაცია გამოხატავს უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერას. მათ შორისაა საიუველირო კომპანია Pandora, რომელმაც $1 მილიონზე მეტი შესწირა გაეროს ბავშვთა სააგენტოს, Unicef-ს. ხოლო Kurt Geiger-მა 50 000 ფუნტი გაიღო ბრიტანეთის წითელი ჯვრისთვის, რომელიც ამჟამად უკრაინის წითელ ჯვართან მუშაობს, საკვებისა და წყლის, ასევე, სამედიცინო ინვენტარისა და ტანსაცმლის მიწოდების მიზნით.

“ეს ადამიანური ტანჯვის პერიოდია და გვჯერა, რომ მორალური ვალდებულება გვაკისრია, ყველანაირად დავეხმაროთ მათ. ამ ადამიანური კრიზისის ფონზე, გასული კვირის მოგების 100%-ს გავცემთ”, — აღნიშნავს Kurt Geiger-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნილ კლიფორდი.

კომპანიების ჩამონათვალს არ ჩამორჩება Binance, მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელმაც 10 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა უკრაინას. გარდა ამისა, ის გაყინავს რუსი კლიენტების ანგარიშებს, რომლებიც სანქციებს ექვემდებარება.

ამასთან, კრიპტოვალუტის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის ანონიმურმა დონორებმა მინიმუმ 13.7 მილიონი დოლარი გაიღეს უკრაინელი ხალხისთვის. ბლოკჩეინის ანალიზის კომპანია Elliptic ირწმუნება, რომ უკრაინის მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და მოხალისეებმა ციფრული საფულის მისამართის ონლაინ გამოქვეყნებით შეაგროვეს თანხა.

თანხის დონაციას შეუერთდა თამაშების კომპანიებიც. პოლონურმა დეველოპერმა 11 Bit Studios განაცხადა, რომ მომავალ კვირას თამაშ This War of Mine-დან მიღებული თანხის 100%-ს უკრაინის წითელ ჯვარს შესწირავს.

“ლიბერთი ბანკის” ინიციატივა საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის

ტოკიოს 2D კაფე ფანქრით შესრულებულ ნახატს მოგაგონებთ