19
Jan
2019

Airbnb წაშლის და აღარ მიიღებს განცხადებებს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან

19 Jan 2019

ბინების გაქირავების გლობალური პლატფორმა Airbnb წაშლის და აღარ მიიღებს იმ განცხადებებს, რომლებიც საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონიდან – აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იქნება. ამის შესახებ გლობალური კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

Airbnb-ის განცხადებით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმ სახლების გამო მიიღო, რომლებიც საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის დავის საგანია. გლობალური ბრენდი ეთანხმება საერთაშორისო აღიარებას ამ ორი რეგიონის ოკუპირებული მდგომარეობის შესახებ და არ აპირებს ხელი შეუწყოს მხარეებს შორის კონფლიქტის გაღვივებას.

განცხადებაშივე ვკითხულობთ, რომ კომპანია 191 ქვეყანასა და რეგიონში, 81 000-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. აქედან გამომდინარე, კომპანია ითვალისწინებს იმ გავლენასა და პასუხისმგებლობას, რაც საზოგადოების წინაშე აქვს და წყვეტს, პასუხისმგებლიანი ქცევით უპასუხოს მომხმარებლის საჭიროებებს.

განხილვა