in

Airbnb წვეულებას შეაჩერებს, თუ მისი ჩატარების ნებართვა არ გექნებათ

თუ ზაფხულისთვის Airbnb-ს გამოყენებას აპირებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ავტორიზებულ წვეულებას მასპინძლობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის ახალი ანტიწვეულების ტექნოლოგია თქვენს დღესასწაულს შეაჩერებს.

დიახ, ყველაფერი ივნისში არაავტორიზებული წვეულებების აკრძალვით დაიწყო. კომპანია უარყოფს იმ შეკრებებს, რომლებიც მასპინძლის თანხმობის გარეშე ტარდება. 

დიდი საიდუმლო არც ის არის, თუ რატომ არ სურს სახლის მესაკუთრეთა უმეტესობას ნებართვის გარეშე კონკრეტულ სივრცეში წვეულების გამართვა. ამ დროს ქონების დაზიანების რისკი და მეზობლების საჩივრების რაოდენობაც მკვეთრად იზრდება… 

ახლა კი Airbnb კონკრეტული საკითხის მოგვარებას ცდილობს. იგი პოტენციურად მაღალი რისკის ქვეშ მყოფ დამქირავებლებს დააზღვევს — ინდივიდის პოზიტიურ მიმოხილვებს დააკვირდება, იმას, თუ რამდენი ხანი დაყვეს აპლიკაციაში, დაგეგმილი მოგზაურობის ხანგრძლივობასა და სხვა მრავალ ფაქტორს. 

ჩვენთვის უპირველესი მიზანია, შევამციროთ არაავტორიზებული წვეულებების რაოდენობა, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს როგორც ჩვენს მასპინძლებზე, ისე მეზობლებსა და იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ვემსახურებით, — აცხადებენ კომპანიაში. 

ავტრალიაში კი არაავტორიზებული წვეულებების შემცირებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, შედეგად, კონკრეტული მაჩვენებელი 35%-ითაც კი შემცირდა. ხოლო ამ წარმატებამ Airbnb-ს კამპანიის გაფართოებისკენ უბიძგა. 

და რა მოხდება თუ საიტი წითელ დროშას მოგანიჭებთ? მაშინაც კი, როცა მთლიანი სახლის დაჯავშნის უნარს შეგიზღუდავენ, ცალკეული ოთახისა თუ სასტუმროს ნომრის ქირაობა მაინც შეგეძლებათ. 

 

Cargon: „500Georgia-ს შემდეგ, კიდევ 2 ქვეყნის ბაზარზე შევედით“

რისთვის სჭირდება ბრენდს ემოციური ნარატივი?