6
Dec
2018

Airbnb-მ ბათუმი ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად დაასახელა

6 Dec 2018

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმი Airbnb-ის 2019 წლის, ყველაზე მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა. საიტის საძიებო სისტემისა და ჯავშნების მზარდ მონაცემებზე დაყრდნობით, ბათუმი ესპანეთის, ბრაზილიის, იტალიის, შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების ქალაქების ჩამონათვალს შორისაა. სტატიაში ნათქვამია, რომ შავი ზღვის კურორტი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს შორის.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

„საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის, რაც გამოწვეულია სანაპიროთი და წლის განმავლობაში შენარჩუნებული ზომიერი კლიმატით. 160,000-იანი მოსახლეობით შავი ზღვის ეს კურორტი და საპორტო ქალაქი გამორჩეულია ღამის აქტიური ცხოვრებითა და ქალაქის ძველი უბნებით დროში სამოგზაუროდ, პლაჟებითა და ახლო მდებარე სათხილამურო კურორტით. გამართული სარკინიგზო კავშირით დედაქალაქ თბილისსა და ბათუმს შორის, შეგიძლიათ იმგზავროთ ერთი ადგილიდან მეორემდე სულ რაღაც ათ დოლარად, დაახლოებით ოთხ საათში,“ – ნათქვამია Airbnb-ის სტატიაში (https://goo.gl/VTiDZm )

Airbnb-ს საძიებო სისტემაში ბათუმზე მოთხოვნა 200%-ითაა გაზრდილი.

 

განხილვა