გამოქვაბულებიდან დაწყებული, „გიგანტური კარტოფილით“ დამთავრებული, Airbnb-ს „კატეგორიების“ ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ ლამაზი და სახალისო სივრცეები. ჰიპერსპეციფიკური დასასვენებელი სახლის დაჯავშნა, ასე ადვილი არც არასდროს ყოფილა… ხოლო იმისათვის, რომ ამ ფუნქციის მასშტაბი ეჩვენებინათ, „კატეგორიებისთვის“ პირველი კამპანიაც გამოუშვეს.
Airbnb-ის შიდა შემოქმედებითი გუნდის მიერ შემუშავებული ოთხი ახალი სიუჟეტი შვებულების ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაქირავების პლატფორმის ყველაზე დიდ ცვლილებას უსვამს ხაზს და ეს სწორედ „კატეგორიების“ დანერგვაა. პლატფორმის 20 000 გასაქირავებელ საკუთრებას, მათი უნიკალური მახასიათებლების მიხედვით, რამდენიმე განსხვავებულ კატეგორიაში ანაწილებენ — „OMG!“, „საოცარი აუზები“, „დიზაინი“ და „გამოქვაბულები“.
„ეს ინოვაციური პროდუქტი და ის, რისი განბლოკვაც მას შეუძლია მომხმარებლებისთვის, ჩვენი კამპანიის ინსპირაციაა“, — სკოტ ტრატნერი, Airbnb-ის შემოქმედებითი ვიცე-პრეზიდენტი.
თითოეული სიუჟეტი სხვადასხვა კატეგორიას წარმოგვიდგენს, მაგალითად, OMG! გვაჩვენებს დედასა და მის პატარა ქალიშვილს, რომლებიც ჩიკაგოს დიდ ქალაქს ტოვებენ, რათა აიდაჰოს „დიდი კარტოფილის“ სასტუმროში დაისვენონ. სიუჟეტს კი დი დი შარის 1962 წლის სიმღერა Mashed Potato Time აძლიერებს.
ხოლო შემდეგი კატეგორია „გამოქვაბულებია“, ესეც დებიუტია და სიუჟეტში იმ დროს გვაჩვენებენ, როცა მეგობრებმა ერთად დასვენება და პრეისტორიულ დროში დაბრუნება გადაწყვიტეს. მათ ბოულდერში, იუტაში გამოქვაბული-სახლი იქირავეს. კლდის ქვეშ ცხოვრების გარდა, ისინი Grand Staircase-Escalante Park-ში სალაშქროდ დადიოდნენ და ირგვლივ მდებარე აუზებშიც ცურავდნენ. ამ სიუჟეტს კი ანიმაციური სატელევიზიო სერიალის The Flinstones-ის სიმღერა მიჰყვება თან.
თითოეული ვიდეო მომხმარებლების მიერ გადაღებული რეალური ფოტოებით არის აგებული. აქ თქვენ კინემატოგრაფების შექმნილ სპეციალურ სიუჟეტებს ვერ ნახავთ, რაც კამპანიას უფრო რეალურს ხდის. აქვე, მოისმენთ Yello-ს 1985 წლის ჰიტს Oh Yeah და Coolio-ს 1994 წლის Fantastic Voyage-ს.
„ჩვენ ვკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგვეძლო გაგვეცოცხლებინა Airbnb-ს „კატეგორიების“ მაგია და დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ მოგვეყოლა ის ემოციური ისტორიები, რომლებსაც თითოეული კატეგორია გვაძლევდა“, — განმარტავს ტრანერი.