6
Nov
2019

Airbnb-ის ქართული ენა დაემატა

6 Nov 2019

ბინებისა და სახლების გაქირავების სერვისს Airbnb ქართული ენა დაემატა. ამიერიდან, ვებგვერდით სარგებლობას მშობლიურ ენაზე შევძლებთ.

Airbnb-ს პლატფორმით მსოფლიოს 191-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში სარგებლობენ. მუდმივად ვზრუნავთ, რომ ის სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია, Airbnb-ს პლატფორმა  ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის იყოს კომფორტული იყოს. [ამასთან] ახალი ენების დამატებით, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტ მასპინძელს მიეცეს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, სტუმრებმა კი მიიღონ ადგილობრივი, ორიგინალური და უნიკალური სამოგზაურო შთაბეჭდილებები.

როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, Airbnb-ის, ქართულის გარდა, კიდევ 30 ენა დაემატა:

  1. აზერბაიჯანული (აზერბაიჯანი)ალბანური (ალბანეთი)
  2. ალბანური (ალბანეთი)
  3. ბოსნიური (ბოსნია)
  4. ბულგარული (ბულგარეთი)
  5. ესპანური (არგენტინა)
  6. ესპანური (ლათინური ამერიკა)
  7. ესტონური (ესტონეთი)
  8. ვიეტნამური (ვიეტნამი)
  9. ზულუ (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
  10. ინგლისური (ავსტრალია)
  11. ინგლისური (გაერთიანებული სამეფო)
  12. ინგლისური (კანადა)
  13. ირლანდიური (ირლანდია)
  14. ლატვიური (ლატვია)
  15. ლიეტუვური (ლიეტუვა)
  16. მაკედონიური (ჩრდილოეთი მაკედონია)
  17. მალტური (მალტა)
  18. მონტენეგრული (მონტენეგრო)
  19. რუმინული (რუმინეთი)
  20. სერბული (სერბეთი)
  21. სლოვაკური (სლოვაკეთი)
  22. სლოვენური (სლოვენია)
  23. სომხური (სომხეთი)
  24. სუაჰილი (აფრიკა)
  25. ტაგალური (ფილიპინები)
  26. ტრადიციული ჩინური (ჰონგ-კონგის სარ)
  27. უკრაინული (უკრაინა)
  28. ფრანგული (კანადა)
  29. ქართული (საქართველო)
  30. ქჰოსა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
  31. ჰინდი (ინდოეთი).

განხილვა