Airbnb-მ საოცნებო პრიზი დააწესა – ღამე მუზეუმში, ლუვრის გუმბათის ქვეშ. მას, ვინც კონკურსზე გაიმარჯვებს, ლუვრში ექსკლუზიურ ექსკურსიას მოუწყობენ. მუზეუმი სრულიად თავისუფალი იქნება მნახველებისგან. გამარჯვებულს შეეძლება მონა ლიზასთან და ვენერა მილოსელთან ერთად ივახშმოს. ამ ამბავთან დაკავშირებით Airbnb-მ რეკლამაც გამოუშვა. თუკი კონკურსით დაინტერესდით, დეტალებს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
გაატარე ღამე მონა ლიზასთან – Airbnb
