in

Airbnb-ის პასუხი Covid-19-ის გამოწვევას: ონლაინ სერვისები!

პანდემიამ, ალბათ, პირველ რიგში, ტურისტული ინდუსტრია და სერვისები დააზარალა. კრიზისი, ბუნებრივია, Airbnb-საც შეეხო, თუმცა, სახლების გაქირავების პლატფორმამ მაინც მოძებნა გამოსავალი და მომხმარებლები, მთელი მსოფლიოს გარშემო, თავიანთი სახლებიდანაც შემოიკრიბა, ახალი სერვისის Online Experience (ონლაინ გამოცდილება) საშუალებით.

Online Experience მასპინძლებს საშუალებას აძლევს, კვლავაც მიიღონ შემოსავალი თავიანთი გამოცდილების გაზიარებით. გაზიარება კი, Zoom-ის ვიდეოკონფერენციის საშუალებით ხდება. მექანიზმი ასეთია: სერვისისი დაჯავშნა Airbnb-ის ვებგვერდიდან ან აპლიკაციიდან შეგიძლიათ. ჩვეულებრივად, მონიშნავთ თარიღსა და დროს, როდესაც გსურთ სერვისის მიღება.

შედეგად, პლატფორმა 50 ტიპის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, 30-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით. Online Experience მოიცავს ისეთ გამოცდილებას, როგორიცაა მაგალიტად, მედიტაცია ბუდისტ ბერებთან ერთად იაპონიაში, მაროკოელ ოჯახთან ერთად საჭმლის კეთება, სალსას გაკვეთილები, ვირტუალური ტური ჩერნობილში – ძაღლების თვალით დანახული. ასევე, არის ფიტნესისა და კვების კლასები, ყოფილი ოლიმპიელებისგან.

Airbnb-მ გამოცდილების სერვისი 2016 წელს შექმნა და ამით მოგზაურებს ადგილობრივების გამორჩეული წეს-ჩვეულებების გაცნობის საშუალება მისცა. პლატფორმა სწრაფად გაიზარდა და 40,000 სახის გამოცდილება დააგროვა, 1000 ქალაქის მასშტაბით. დღეს კი, Covid-19-ის გამოწვევას ონლაინ გამოცდილებით პასუხობს.

„სამყარო ჩვენ გვჭირდება და არა პირიქით“ – 14 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილი და მისი პირველი წიგნი მაინკრაფტზე

გრაფიკული დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის, BTU და Westminster-ის უნივერსიტეტი, მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსს აცხადებენ