in

თელავი, საქართველო – Airbnb-ს გლობალურ კამპანიაში

Airbnb-ს 4 მილიონზე მეტი მასპინძელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ტიპის სივრცეებს გვთავაზობს და სწორედ ამიტომ, ბრენდმა გადაწყვიტა, ამ ადამიანებისადმი მადლიერება მიმდინარე კამპანიით გამოეხატა.

Airbnb-მ მათ დახმარება სთხოვა და შედეგად, მასპინძლები, ყველა სასაათო სარტყლიდან, საკუთარ კარზე ზარს რეკენ და თავიანთი სახლების უნიკალურ გამოცდილებას გვიზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლში ევროპიდან, მხოლოდ საქართველო და ისლანდიაა წარმოდგენილი.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ნაწილი, რომელიც Airbnb-ს რეკლამაში მოხვდა და ისიც, რაც ვერ მოხვდა, ფროდაქშენ კომპანია „ენკენი ფილმსმა“ გადაიღო.

რაც შეეხება ქართველ მასპინძელს, ბექა მესტვირიშვილია („მესტვირენი Wine cellar, Winery, Restaurant-ის“ მფლობელი), რომელიც მშობლებსა და დასთან ერთად, სტუმრებს მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი რეგიონიდან, ალაზნის ხეობაში, უნიკალურ შატოში მასპინძლობს. ბექა სიამოვნებას იღებს სხვებისთვის საკუთარი ქონების გაზიარებით, რომელიც გულისხმობს 20 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებს, თხილისა და ატმის ხეებს და რომლითაც სტუმრებს ფერმაში ცხოვრების გამოცდილებასაც სძენს.

როგორ გამოვხატოთ ნეგატიური უკუკავშირი სწორად?

თამაშების დაჯილდოება 2020: გამარჯვებულების სრული სია