in

მოაგნებს თუ არა სანტა თქვენს სახლს? — პასუხი Airbnb-ის რეკლამაშია

BOG
BOG

ბავშვობაში ახალ წელს შეგშინებიათ, რომ სანტა ვერ მოგაგნებდათ? ახლა სწორედ ამ შიშებს პასუხობს Airbnb და სასტუმროებსაც მშვენივრად უწევს კონკურენციას… 

BOG

ზუსტად ისე, როგორც ყველა რეკლამა Get an Airbnb-ის კამპანიაში, კონცეფცია ინსაითით დაიბადა, რომ ზოგიერთი მოგზაურობა Airbnb-სთან ერთად უკეთესია… თუმცა შემოქმედებითმა გუნდმა გადაწყვიტა, ეპასუხა კითხვაზე, როგორ. ამიტომ, სასტუმროში გატარებული დასვენების დღეები ჩვეულებრივ სახლში გატარებულს შეადარეს. გვაჩვენეს, როგორ ცდილობს სანტა სასტუმროში შეღწევას, რომელშიც არც ბუხარია, არც ლიფტია თავისუფალი და არც კარი იღება:

თავად სანტაზეც ძალიან ბევრი იმუშავეს, თითოეული დეტალი ხელით შექმნილია, დაწყებული სათვალით და დამთავრებული ფეხსაცმელებით. მათი მიზანი ზუსტად ისეთი სანტას გაცოცხლება იყო, რომელიც ბავშვების წარმოსახვაში არსებობს. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, Airbnb-ის ბრენდსაც მარტივად ამოიცნობთ მის ვიზუალში — წითელ მოსაცმელზე კომპანიის ლოგოა დატანილი. 

ბევრი ოჯახი მოგზაურობს სადღესასწაულო სეზონზე, ეს ახალი კამპანია კი აჩვენებს, თუ რამდენად არის Airbnb-ში გაჩერება სანტასთვის მისაღები, ბევრი სახლით, რომელსაც ნაძვის ხისთვის ცალკე ოთახი აქვს გამოყოფილი ან სრულად ფუნქციონირებადი ბუხარი გააჩნია…, — აცხადებენ Airbnb-ში. 

გრაფიკული დიზაინის 8 ტრენდი 2025 წლისთვის

KFC მომხმარებლებს შესაფუთი ქაღალდის ალოკვას სთავაზობს