in ,

კომუნიკაცია უფრო მარტივია VocaliD–ის დახმარებით

აპრილის დასაწყისში  iPad–ისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა, რომელიც ახმოვანებს დაწერილ ტექსტს იმ პირებისთვის, ვისაც საუბრის დარღვევები აქვთ.  VocaliD–მა გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური ხმოვანი ბანკი – Voicebank, სადაც შეიძლება ნებისმიერი ხმის არჩევა. პირეველი სარეკლამო  რგოლი ანიმაციის სახითაა წარმოდგენილი და პატარა გოგონას ისტორიას გვიამბობს. ის თავისი ასაკის შესაბამის ხმას ეძებს. სარეკლამო კამპანია ახალი ინდივიდუალური  ხმების შესაგროვებლად დაიწყო. VocaliD იწვევს ნებისმიერი ასაკის, აქცენტისა და დიალექტის ადამიანებს. ხმის დონორმა ინგლისურად 3500 წინადადება გამოთქმით უნდა წაიკითხოს.  რობოტის მსგავსი ხმა, რომელსაც აქამდე სტივენ ჰოუკინგი იყენებდა, საკომუნიკაციოდ, არ იქნება ერთადერთი. სულ მალე, საუბრის შეფერხების პრობლემა სასიამოვნოდ გამოუსწორდება უამრავ ინგლისურენოვან ადამიანს. სასურველია, მომავალში მსგავსი პროეტი, ქართულენოვან საზოგადოებასაც ჰქონდეს.

BOG

 

 

სააგენტო Saatchi & Saatchi New York–ის წარმომადგენლებმა TED Talks–ზე ნახეს ვიდეო VocaliD–ის და სინთეტიკური ხმების შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო მათი თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ TEDx–ის ღონისძიება 17 აპრილს ჩატარდა თბილისში, სადაც საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები გაჟღერდა. ვიდეოები მთელი მსოფლიოდან შეგიძლიათ ნახოთ საიტზე www.ted.com.

Nike-ს ახალი სამოტივაციო რეკლამა

სუნამოს რეკლამირების ორიგინალური მიდგომა Stella McCartney-სგან