in

იპოვე პროფესია ტექნოლოგიებში

სიახლე არ არის ის, რომ ტექნოლოგიები ძალიან მიმზიდველი და მოთხოვნადი სფეროა, თუმცა ცოტამ თუ იცის ამ მიმართულებით განვითარების ეფექტური გზა.

თუ მოკლე დროში სწრაფი განვითარების გზას ეძებ ვებ და მობაილ აპლიკაციების დეველოპმენტის მიმართულებით  Commschool-ში შეძლებ, როგორც Back-end-ის, ისე Front-end-ის მიმართულებით აიმაღლო კვალიფიკაცია ან/და 0-დან დაიწყო ამ სფეროში განვითარება.

პროგრამები პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული – მოიცავს სავარჯიშოებსა და ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობას, რომელიც წარმატებით დასაქმებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, კურსის ბოლოს შესრულებული ფინალური პროექტი თამამად იკავებს ადგილს სტუდენტის Github პორტფოლიოში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ commschool-ში Alumni Club მოქმედებს, სადაც კურსდამთავრებულებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დასაქმდნენ პარტნიორ კომპანიებში. თუმცა ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები კურსზე მიღებული ცოდნითა და გასაუბრების ტექნიკებით თავადაც ახერხებენ დასაქმებას.

 

მათ ვისაც Back-end Development გაინტერესებთ, Commschool-ში შეგიძლიათ ისწავლოთ სასურველი პროგრამირების ენა შემდეგ კურსებზე:

Introduction to Programming

კურსი არის მათთვის, ვისაც უნდა 0-დან ისწავლოს პროგრამირება და Back-end Development C# ბაზაზე. C# LinkedIn-ის მიხედვით ყველაზე პოპულარული პროგრამული ენაა, ხოლო მისი ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნარია Upwork-ის კვლევის თანახმად.

პროგრამა სტუდენტებს უვითარებს ტექნოლოგიურ აზროვნებას, ასწავლის კოდის წერის ლოგიკას და შემდეგ უკვე ყველა სხვა ენის შესწავლა უფრო მარტივი ხდება. მიუხედავად პროგრამის სირთულისა, კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მალევე ახერხებს დასაქმებას – ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა კურსის დასრულებიდან 1 თვეში სტუდენტმა წარმატებით გაართვა ტექ კომპანიის ურთულესს შერჩავას თავი და დასაქმდა.

Python

მათ ვისაც ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნება აინტერესებთ, Commschool-ის Python-ის კურსი საინტერესო იქნება, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Back-end დეველოპმენტის, მანქანური სწავლების, მონაცემთა ინჟინერიისა და ღრუბლოვანი სერვისებისთვის.

საინტერესოა ისიც, რომ Google-ის, Spotify-ის, Amazon-ის, Instagram-ის სერვისების მნიშვნელოვანი კომპონენტები სწორედ  Python-ის გამოყენებითაა შექმნილი, რაც ბუნებრივია, Python დეველოპერების მზარდ მოთხოვნაზეც აისახება.

კურსი არის მათთვის, ვისაც უნდა Back-end Development-ის, კონკრეტულად Python-ის შესწავლა 0-დან, ან მათთვის, ვისაც უკვე ჰქონდათ შეხება პროგრამირების სხვა ენასთან და ახლა Python-ის შესწავლა სურთ.

Node.js

Node-ის გარეშე კი თანამედროვე ჯავასრკიპტის ეკოსისტემაში მანევრირება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ისინი ვინც უკვე საწყის დონეზე ფლობენ Javascript-ს და აინტერესებთ Back-end, მაშინ Node-ის სწორი შესწავლა განვითარების სრულიად ახალ გზებს გაუხსნით.

აქვე გეტყვი, რომ Node-ს იყენებენ ისეთ წარმატებულ კომპანიებში, როგორებიცაა: Linkedin, Uber, Netflix და სხვა.

ხოლო მათ ვისაც Front-end Development გაინტერესებთ, Commschool-ში შემგედ პროგრამებს შეხვდებით:

Intoduction to Front-end Development

კურსი არის დამწყები პროგრამისებისთვის, რომლებსაც სურთ 0-დან ისწავლონ ვებ დეველოპმენტი ან/და გაიღრმავონ არსებული ცოდნა ამ სფეროში. Კურსზე სტუდენტები იმ სამ ტექნოლოგიას ისწავლიან, რომლის გარეშეც ვებ დეველოპმენტი წარმოუდგენენლია, ესენია: HTML, CSS და JavaScript.

ხოლო მათთვის ვინც უკვე რაღაც დონეზე ფლობენ HTML, CSS და JavaScript-ს და კარიერული განვითარება Front-end Development-ის მიმართულებით სურთ, მაშინ Commschool-ში შეუძლიათ არჩევანი Angular-სა და React-ს შორის გააკეთონ.

Angular

Angular Google-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელსაც  ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები იყენებენ, როგორებიცაა: Google, Netflix, Upwork, HBO და სხვა.

ამ მიმართულების არჩევის შემთხვევაში კი სტუდენტები Angular Framework-ის გამოყენებით TypeScript-Based Responsive Single-Page აპლიკაციების (SPA) აწყობას შეძლებენ.

Angular-ს ძირითადად  იყენებენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა თიბისი, საქართველოს ბანკი, აჭარაბეთი და სხვა.

 

React

თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნა უზომოდ კომპლექსური და მრავლისმომცველი სფეროა, რომელშიც უამრავი გამოწვევა და სირთულეა. ამ სირთულეების გადასაჭრელად  React ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პოპულარული და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე, განსაკუთრებით სტარტაპ კომპანიებში.

React Facebook-ის შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელსაც იყენებენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: Facebook, Netflix, Twitter, Airbnb, Uber  და სხვა.

Flutter

ხოლო მათ ვისაც მობილური აპლიკაციები გაინტერესებთ, Commschool არის ერთ-ერთი პირველი  ქართული სასწავლო დაწესებულება, სადაც შეგიძლიათ Flutter ისწავლოთ.

Flutter Google-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი კოდით შევქმნათ, როგორც Android, ისე IOS აპლიკაციები. Flutter საკუთარ პროგრამირების ენას Dart-ს იყენებს, რომლის შესწავლაც ძალიან მარტივია მათთვის ვისაც მინიმალური საბაზისო ცოდნა გააჩნია პროგრამირებაში.


თუ ტექნოლოგეიბის სფეროში გინდა გადასვლა, მაგრამ კოდის წერა შენთვის მიმზიდველი არ არის, შეგიძლია სასურველი პოზიცია შემდეგი მიმართულებიდან აარჩიო: IT Project Management, IT Business Analysis, Digital Product Testing & QA. აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლები თავიდანვე ჩართულნი არიან ციფრული პროდუქტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და გუნდათან ერთად მუშაობენ პროდუქტის სრულყოფაზე.

რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერს Commschool-ის პრაქტიკოსი ლექტორები გასწავლიან, რომლებსაც უკვე განვლილი აქვთ ეს გზა და ახლა სხვებს უზიარებენ გამოცდილებასა და ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.

 

ყველა პროგრამა ლექტორების უშუალო პრაქტიკის მიხედვითაა შექმნილი და მორგებულია ქართულ და საერთაშორისო ბაზრის მიმდინარე მოთხოვნებს.

ტექნოლოგიების სფერო საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია, თანაც ის ერთი მიმართულებიდან მეორეზე მობილობის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რაც საკუთარი თავის კონკრეტული მიმართულებით პოვნაში გვეხმარება. თუმცა საწყის ეტაპზე, სფეროს კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ სფეროში სწორი ორიენტაციის აღება ძალიან რთულია, თუ ამ მხრივ  კონსულტაცია დაგჭირდება commschool-ში შეგიძლია უფასო კონსულტაცია მიიღო – სასურველი მიმართულება შეარჩიო ან/და დაგეგმო კარიერული განვითარების გზა.

[პარტნიორის კონტენტი]

ახალი რეინჯერი ყოველთვის უნდა გამოცადოთ, როგორც ახალი ჯინსი

M&M’S თუ Ma&Ya’s? — მაია რუდოლფი ბრენდის ახალ კამპანიაში