in

უკრაინელების და რუსების შერიგების ინტერნეტ პროექტი, რომელმაც იმუშავა

“მედია არტის” შემოქმედებითმა ჯგუფმა არაკომერციული, სოციალური პროექტი Peace Context განახორციელა, რომელიც კონტექსტური რეკლამის შესაძლებლობების იდეალური მაგალითია. რაც შეეხება პროექტს, ის ნამდვილად საჭირო საქმეს, უკრაინელების და რუსების შერიგებას ემსახურება.

Peace Context შექმნის საფუძველია რუსების და უკრაინელების რეალური სახის ჩვენება, იმ სახის, სადაც დომინანტი პოლიტიკა არაა. “მედია არტის” შემოქმედებითმა ჯგუფმა ამ პრობლემის გადაჭრა კონტექსტური რეკლამის საშუალებით მოახერხა. მათ Google-ში და Яндекс-ში რეკლამები განათავსეს. განთავსებისას ერთადერთი პრინციპის მიხედვით იხელმძღვანელეს – რეკლამა მაქსიმალურად ახლოს უნდა ყოფილიყო ნეგატიურ სტატიებთან და  კომენტარებთან. მთელი უარყოფითი მასალა მარცხენა კუთხეში იყრიდა თავს, ხოლო დადებითი, სადაც რუსები და უკრაინელები ერთმანეთს ამხნევებენ მარჯვნივ.

2-2 3-2

 

პროექტის რეალიზებისთვის Facebook-ზე ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც წინასაახალწლო მილოცვებს აგროვებდნენ. პირველ დღეს 20 უკრაინულ-რუსული მილოცვა შეაგროვეს და საძიებო სისტემაში რეკლამა გაუშვეს. რეკლამის შედეგი  ნამდვილად მოულოდნელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

PC_MAG2

 

“ახალი წელი პოლიტიკის დრო არაა. ამ დროს ახლობლებსა და მეგობრებს უნდა იხსენებდე. ჩვენ გვჯერა, რომ რუსების უმეტესობას უკრაინის მიმართ არანაირი აგრესია არ გააჩნია. ამის სათქმელად სოციალური ქსელი და ინტერნეტ სივრცე შევარჩიეთ.  ახლა, ის, ვინც საძიებო სისტემაში შევა გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – დადგეს მეგობრობის მხარეს თუ აირჩიოს კონფლიქტი” – “მედია არტ” ჯგუფის დირექტორი ოლეგ ტუმანოვი

PeaceContext2

2014 წელს განხორციელებული რედიზაინები

50 წელი სპორტში და სპორტთან ერთად! – “Gatorade”-ის საიუბილეო რეკლამა