ეს ამბავი ეფლის ჩართულობის გარეშე მოხდა… გუგლმა უბრალოდ iPhone-ებთან დამეგობრება გადაწყვიტა და Pixel 10-ის ტელეფონებით AirDrop-ით ფაილების გადატანა გახადა შესაძლებელი.
ამგვარად, თუ iPhone გაქვთ, თქვენი ტელეფონი AirDrop-ით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეთ და Pixel-ის მფლობელსაც Quick Share-ით იგივე სთხოვეთ, რათა iPhone-დან რაიმე AirDrop-ით გადაუგზავნოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპისთვის ფუნქცია მხოლოდ გუგლის Pixel 10-ის მოწყობილობებისთვის არის ხელმისაწვდომი და არა, ანდროიდებისა თუ პიქსელის ოჯახის სხვა ტელეფონებისთვის.
ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ამბავში წვლილი ეფლს საერთოდ არ შეუტანია, ამიტომ, როგორ უპასუხებს სიახლეს, ამას, ალბათ, მალე გავიგებთ. გამომდინარე იქიდან, რომ Android-ისა და iOS-ის თავსებადობა მომხმარებლებს ცხოვრებას დიდად გაუმარტივებს.











