15
Nov
2019

მოწყობილობა, რომლითაც თვითმფრინავში, უსადენო ყურსასმენის გამოყენებას შეძლებთ

15 Nov 2019

veon
veon


თვითმფრინავში, ფრენის რეჟიმის ჩართვის შემდეგ, თქვენს სმარტფონში Bluetooth-ს ვეღარ ჩართავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უსადენო ყურსასმენების მომხმარებელი ხართ, ფრენის განმავლობაში, აუდიოფაილებს ვერ მოუსმენთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანია TwelveSouth-მა ახალი მოწყობილობა AirFly Pro შექმნა, რომელიც ერთგვარი Bluetooth-ის გადამყვანია და დაგეხმარებათ მოუსმინოთ მუსიკას უსადენო ყურსასმენებში (AirPods), იმ შემთხვევაშიც, თუ თვითმფრინავით მგზავრობთ.

AirFly Pro-ს გამოყენება შემდეგნაირად შეგიძლიათ – ის უნდა მიაერთოთ ყურსასმენის ჯეკს, რის შემდეგაც, მასთან თქვენი AirPods-ების დაკავშირება შეგეძლებათ. ერთ AirFly Pro-ზე რამდენიმე AirPods-ის მიერთებაც შეგიძლიათ. გადამყვანი ასევე კარგია აუდიო ფაილების ტრანსფერისთვისაც. ცნობილია, რომ მოწყობილობის ელემენტი 16 საათი ძლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გამოყენება ხანგრძლივი ფრენისასაც ეფექტურია. მოწყობილობა ამერიკულ Apple Stores-ში უკვე იყიდება, დროთა განმავლობაში კი, გლობალურ ბაზარზეც გამოჩნდება. მისი ფასი 55 დოლარია.

განხილვა