in

ნახეთ: ნიღაბი Airhead, რომელიც სპეციალური ფილტრით არის აღჭურვილი

მისი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი 99%-ით სუფთა ჰაერს იღებს

ბოლო ორი წლის განმავლობაში სახის ნიღბების პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. ამის მიზეზი კი ერთია – გლობალური პანდემია. როგორც ჩანს, კაცობრიობა უკვე იმ ფაქტსაც ითვალისწინებს, რომ, შესაძლოა, ნიღბები უახლოესი და შორეული მომავლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდეს. ეს არა მხოლოდ პანდემიის გამო წარმოადგენს პოტენციურ საშიშროებას, არამედ საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაბინძურების დონის მატება, სმოგი, ქიმიური გაჟონვა ან უბრალოდ ჰაერში არსებული ალერგენები.

ახალი Airhead ნიღაბი კი სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულოს სამომავლოდ. იგი ძალიან თხელი, მსუბუქი და ისეთივე კომპაქტურია, როგორც ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი. თუმცა მის საფარქვეშ ნანობოჭკოვანი ფილტრია მოთავსებული, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ორგანიზმი 99%-ით სუფთა ჰაერს იღებს.

ნიღბის დიზაინი და ერთიანი კონცეფცია იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც სურთ, სუფთა ჰაერი ისუნთქონ. შემთხვევითი არ არის, რომ იგი ენთუზიასტი ველოსიპედისტების ჯგუფის მიერ შეიქმნა – თითოეული მათგანისთვის ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი პირველ ადგილზეა. Airhead ფილტრების რამდენიმე ფენისგან შედგება, რომლებიც სუფთა, მიკრონაწილაკებისა და მიკროორგანიზმებისგან თავისუფალ ჰაერს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, Airhead Mask ნანოფიბრის ფილტრს იყენებს, რომელსაც PM0.3 ნაწილაკების დაჭერა შეუძლია. ეს უკანასკნელი გაცილებით მცირეა, ვიდრე ჩვეულებრივი მტვერი, ჭვარტლი და კვამლია. ასევე, ფილტრი PM2.5 და PM10 მოლეკულებს იჭერს, რომლებიც ჩვეულებრივ ურბანული დაბინძურების შემთხვევაში გვხვდება, რის გამოც ახალი ნიღაბი ნებისმიერ გარემოს იდეალურად ერგება.

ამასთანავე, ზემოთ ხსენებულ ფილტრებში ნახშირბადის უგულებელყოფის ტექნოლოგიაც არის მოთავსებული, რომელიც აზოტის ოქსიდის (NOx), გოგირდის დიოქსიდის (SOx), ოზონის და არასტაბილური ორგანული ნაერთების (სუნის ნაერთების) გაფილტვრას უწყობს ხელს.

Airhead მჭიდროდ ერგება სახეს ორი რეგულირებადი სამაჯურის მეშვეობით. ასევე, თითოეულ  ნიღაბს მოსახსნელი გამწოვი აქვს, რომელიც ქვედა ფილტრებზე იძლევა წვდომას.

Wolt, თბილისში, Wolt Market-ებს ხსნის

ნახეთ: Drone Photo Awards 2021-ის გამარჯვებული ფოტოები