26
Jun
2019

მინიატურული დრონი, რომელიც „საჰაერო სელფისა“ და HD ხარისხის ვიდეოს იღებს

26 Jun 2019

veon
veon


მოგზაურობისას, თუ დაგჭირვებიათ გამვლელისთვის ფოტოს გადაღების თხოვნა? ან მოგნდომებიათ, ცოტაარიყოს, არარეალური რაკურსით გადაეღოთ თქვენთვის ფოტო. მინიატურული დრონი – AirSelfie2 ხელის გულზე დაგეტევათ და მას თქვენთვის „საჰაერო სელფისა“ და HD ხარისხის ვიდეოს გადაღება შეუძლია. მოწყობილობის მართვა თქვენივე სმარტფონიდან, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი და მას შეუძლია დაგანახოთ, როგორ ჩანს თქვენი ცხოვრება ციდან.

AirSelfie2-ის წინამორბედს AirSelfie-ს 5 მეგაპიქსელიანი HD კამერა, 4GB-იანი მიკრო SD ბარათი და ასევე, სტაბილიზების ფუნქცია და 12600 mAh-იანი ელემენტი ჰქონდა. განახლებული მოწყობილობა – AirSelfie2 რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, მას 12 მეგაპიქსელიანი კამერა, ვიბრაციის სტაბილიზების სისტემა და 16 გიგაბაიტიანი მიკრო მეხსიერების ბარათი აქვს. ის იღებს სოციალურ მედიაზე მორგებულ გამოსახულებებს. მისი 7.4 ვატიანი და 400 მეგაჰერციანი ელემენტი თითოეული დატენვის შემდეგ, ხუთწუთიან ფრენას ჰყოფნის, მოწყობილობას თან მოჰყვება „ფოუერ ბანკიც“. პროპელერების საშუალებით, AirSelfie2 20 მეტრის სიმაღლიდან შეუძლია ფოტოების გადაღება. მისი ფასი კი Amazon-ზე, 163 დოლარიდან იწყება.

 

განხილვა