in

Airspeeder-ის მფრინავი მანქანების საჰაერო რბოლა – მოწყობილობა პირველად დატესტეს

მას 0-დან 62 mph სიჩქარის ასაკრეფად სულ რაღაც 2.8 წამი სჭირდება

ალბათ, სულ ცოტა ხნის წინ მფრინავი მანქანები ფანტასტიკის სფეროდ მიგვაჩნდა… თუმცა Alauda Racing-მა, ავსტრალიურმა eVTOL სტარტაპმა Airspeeder Mk3 წარადგინა – ეს არის დრონის მსგავსი მფრინავი მანქანა, რომელსაც ტრადიციული თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩანაცვლების პოტენციალი აქვს. ახლა კი ის პირველად დატესტეს.

Liffit
Liffit

მფრინავი მანქანა რბოლისთვის არის განკუთვნილი და გამოქვეყნებული ვიდეოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ. ამ ფუნქციას წარმატებით ართმევს თავს. კომპანია ამ წლის ბოლოსთვის პირველ რბოლას უმასპინძლებს, სახელად EXA , სადაც დისტანციური მართვის Alauda Mk3 მიიღებს მონაწილეობას. როგორც კომპანია აცხადებს, ტურნირის ჩატარება მსოფლიოს მასშტაბით, სამი ღონისძიების სახით იგეგმება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე მანქანა დისტანციურად იმართება, თუმცა მალე პილოტები თავად მოკალათდებიან საჭეებთან. ის სულ რაღაც 130 კილოგრამს იწონის და 80 კილოს ტარება შეუძლია. ამასთან, მანქანას 0-დან 62 mph სიჩქარის ასაკრეფად სულ რაღაც 2.8 წამი სჭირდება.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე კომპანია, მათ შორის, American Airlines უკვე ინვესტიციას დებს eVTOL-ში. თუმცა საბოლოო შედეგამდე, საფრენმა მოწყობილობებმა შესაბამისი სერტიფიკატები უნდა მოიპოვოს. ამასთან, მანქანის შემქმნელებს არ სურთ დიზაინი მალე მოძველდეს და ამიტომ გარკვეული დროის ინტერვალში მისი ცვლილებებიც იგეგმება.

ნუ უგულებელყოფთ იღბლის ძალას წარმატებულ ბიზნესში

Mymarket-ის აპლიკაციაში ფასდაკლებები გელოდებათ