in

ხელოვნურმა ინტელექტმა ალტერნატიული ფიზიკა აღმოაჩინა

თუ ხელში ფიზიკის ნებისმიერ სახელმძღვანელოს აიღებთ, მრავალ ფორმულას იპოვით იმის შესახებ, თუ როგორ დაფრინავს, მოძრაობს ან ჩერდება ნივთები. ფორმულები იმ მოქმედებებს აღწერს, რომლებზეც დაკვირვება შეგვიძლია, თუმცა მათ უკან მრავალი ისეთი ფაქტორიც შეიძლება იმალებოდეს, რომელსაც ვერ ვამჩნევთ. ახლა კი კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შემუშავებული AI სისტემა ალტერნატიულ ფიზიკას გვთავაზობს. 

როცა ხელოვნურ ინტელექტს დედამიწაზე არსებული ფენომენების ვიდეოები აჩვენეს, მან დადგენილი ცვლადები ხელახლა კი არ აღმოაჩინა, არამედ სიახლეები წარმოადგინა და ეცადა, აეხსნა ის, რაც დაინახა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკას რაიმე ხარვეზი აქვს ან უკეთესი მოდელი არსებობს, რომელიც ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროს ახსნაში დაგვეხმარება. 

გამოდის, აინშტაინის კანონები წარმოუდგენლად მტკიცე აღმოჩნდა, თუმცა ისინი მხოლოდ იმიტომ შეიძლება არსებობდეს, რომ საუკუნოვანი ტრადიციების მიერ დამკვიდრებული წინასწარ არსებული „ენით“ შეიქმნა. თანაც, ამ ახალმა სისტემამ მხოლოდ რამდენიმე ვიდეოს უყურა, რაც ფიზიკის კანონების შესაქმნელად ნამდვილად არ არის საკმარისი, თუმცა მიზანი ეს არც ყოფილა.

გუნდს სურდა, გაეგო, შეძლებდა თუ არა ხელოვნური ინტელექტის სისტემა ახალი ცვლადების პოვნას და დაგვეხმარებოდა თუ არა იგი იმ რთული ახალი ფენომენების ახსნაში, რომლებიც მონაცემთა ახალ ნაკადში წარმოიქმნება და ჯერ თეორიულადაც არ არის გააზრებული.

სისტემას ჰკითხეს, რომელი მინიმალური ფუნდამენტური ცვლადები იყო სaჭირო იმის აღსაწერად, რაც ვიდეოში ხდებოდა. პირველ ვიდეოში მოძრავი ორმაგი ქანქარა იყო ნაჩვენები, რომელსაც ოთხი მდგომარეობის ცვლადი აქვს: 2 კუთხე და 2 კუთხური სიჩქარე. AI-ს კი მასზე დასაკვირვებლად რამდენიმე საათი დასჭირდა, ხოლო შემდეგ თქვა, რომ ამ ფენომენს 4.7 ცვლადი დასჭირდებოდა. დიახ, ეს ზემოთ მოცემულ მაჩვენებელთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ არ ხნის იმას, რომ AI-მ იცოდა, თუ რა იყო ეს ცვლადები… 

შემდეგ კი გუნდი ცდილობდა უკვე ცნობილი ცვლადების დამთხვევას AI-ს არჩეულ ცვლადებზე — ორი მათგანი დაემთხვა, ორი კი საიდუმლოდ დარჩა. 

ჩვენ ცვლადების კორელაცია ყველაფერთან ვცადეთ, რაზეც დაფიქრება შეიძლებოდა, იქნებოდა ეს კუთხური თუ წრფივი სიჩქარეები, კინეტიკური თუ პოტენციური ენერგია ან თუნდაც, ცნობილი რაოდენობების სხვადასხვა კომბინაციები. თუმცა იდეალურად არაფერი ემთხვეოდა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით იმ მათემატიკურ ენას, რომელზეც სისტემა ლაპარაკობს, — ამბობს პროგრამული უზრუნველყოფის მკვლევარი ბოიუენ ჩენი.

შემდეგ ვიდეოებში კი სისტემას ქარის, ლავისა და ცეცხლის მოძრაობები აჩვენეს. თითოეულ შემთხვევაში ცვლადები უნიკალური იყო.

„ძირითადი ფიზიკის წინასწარი ცოდნის გარეშე, ჩვენი ალგორითმი აღმოაჩენს შინაგან განზომილებასა და ამასთან, ცვლად მდგომარეობებსაც განსაზღვრავს, — აცხადებენ მკვლევრები.

ეს ყველაფერი კი იმას გვეუბნება, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ისეთი ცვლადების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება, რომლებიც ჩვენთვის უცნობ ახალ კონცეფციებს ემყარება.

რისთვის გვჭირდება მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები?

ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში „მაქსთერმისა” და Fondital-ის კონფერენციების სერია გაიმართა