კომპანია OpenAI თავის უახლეს სისტემას DALL·E 2-ს გვთავაზობს, რომელიც უფრო რეალისტურ და ზუსტ გამოსახულებებს 4-ჯერ მეტი გარჩევადობით ქმნის. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სისტემას უკვე არსებული გამოსახულებების რედაქტირება შეეძლება, თქვენ უკვე ყველასთვის ცნობილი ნახატების ახალი სტილით წარმოჩენას მოახერხებთ. მონა ლიზას ვარცხნილობაც კი შეგიძლიათ შეუცვალოთ…
„DALL·E 2-მა სურათებსა და მათ აღსაწერად გამოყენებულ ტექსტებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისწავლა, ის დიფუზიის სახელით ცნობილ პროცესს იყენებს, რომელიც შემთხვევითი წერტილებით მუშაობს. ხოლო, როცა სურათის კონკრეტულ ასპექტებს ამოიცნობს, მიღებულ შაბლონს თანდათან გამოსახულებად აქცევს“, — აცხადებს OpenAI.
საინტერესოა ისიც, რომ კომპანიას სურს, საზოგადოებამ ხელოვნური ინტელექტისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
„ვიმედოვნებთ, რომ DALL·E 2 ადამიანებს საკუთარი თავის კრეატიულად წარმოჩენის საშუალებას მისცემს. იგი ასევე დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ხედავენ და ესმით მოწინავე ხელოვნური ინტელექტის სისტემები ჩვენს სამყაროში. ეს კი მისიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რათა ისეთი ხელოვნური ინტელექტი შევქმნათ, რომელიც კაცობრიობას სარგებელს მოუტანს“, — აცხადებენ OpenAI-ს წარმომადგენლები.
კომპანია მიმდინარე პროცესს აქტიურად აკვირდება და ძალადობრივ თუ სიძულვილის შემცველ კონტენტს შლის. ისიც მართალია, DALL·E 2-ს რეალური პიროვნებების სახეების AI ვერსიის შექმნა არ შეუძლია, მაგრამ უკვე არსებული სურათების რედაქტირებით, გართობის კარგ საშუალებას გთავაზობთ.